რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან "უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის მტკიცებულება" იპოვეს
ნიკა გვარამია - ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დახმარება სჭირდება, რათა რუსეთის შეტევისთვის მოემზადოს, რომელიც შესაძლოა მაისის ბოლოს ან ივნისში დაიწყოს
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
რა დარღვევები აღმოაჩინა სახალხო დამცველის მონიტორინგმა სამედიცინო დაწესებულებაში?
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ისრაელის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია - ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს

სასამართლოს ტერიტორიაზე მშვენიერი კლუბი გამოვიდოდა-მიხეილ სააკაშვილი

01.13.2022 | 16:25 ნახვები: 199

დარწმუნებული ვარ, ისტორიული სიმართლეა ჩვენს მხარეს და გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში ბევრი პერსპექტივა აქვს, თუმცა მისთვის თანამდებობები არ არის გადამწყვეტი.

„თანამდებობების არც ხამი ვარ და უფრო მეტიც, არც ვაპირებ მუდმივად.... მე მაქვს ჩემი სახლიც უკრაინაში და მაქვს ჩემი პერსპექტივები ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, რომლისთვისაც ძალიან ბევრი გავაკეთე ჩემს ცხოვრებაში. ამიტომ არიან უკრაინელები არასდროს მტოვებენ არსად. ალბათ მომხრეც რაოდენობრივად უკრაინაში უფრო ბევრი მყავს, რადგან მოსახლეობაა უბრალოდ ბევრად მეტი, ვიდრე საქართველოში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საჭიროა არასწორხაზოვანი მოქმედება და სხვადასხვა ტრიბუნის გამოყენება.

„მეგობრებო, მთავარი ჩვენი ამოცანა არის, რომ ახლა ეს დავასრულოთ. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ ამ გაზაფხულზე, არანაირი გადატანები. რა თქმა უნდა, რეჟიმს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ერთ ადგილას შევიკრიბოთ ყველა, დაგვარბიოს და ამით დაამთავროს. უნდა ვიყოთ ბევრ ადგილზე, არასწორხაზოვნად უნდა ვიმოქმედოთ, უნდა გამოვიყენოთ ერთი ტრიბუნა, მეორე ტრიბუნა, მესამე ტრიბუნა, ეს ტრიბუნა. ამისთვის მოვედი მე აქ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„დარწმუნებული ვარ, ისტორიული სიმართლეა ჩვენს მხარეს და გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ, რადგან გადამწყვეტ დროს ქართველი ხალხი თავის თავში ყოველთვის პოულობდა ძალას გაერთიანებისა და თავის დახსნისთვის. ქართველმა ხალხმა უნდა დაიხსნას საკუთარი თავი. გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ისტორიულად არ ვეპუებოდით ჩაგვრას და ისტორიულად არ გვიყვარდა ჩვენი ფეოდალები. „ჩავუხტეთ მუხრან-ბატონსა" ჩემი დაწერილი ტექსტი არ არის", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილს მოსამართლემ მიმართა, საქმის გარემოებებზე ესაუბრა, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქმის გარემოებებზე საუბრობდა.

„ჩავუხტი მუხრან-ბატონს, ამაზე მეტი გარემოება რა გინდათ, ჩამოვუხტი. ჩამოვუხტეთ მუხრან-ბატონსა. გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ არ ვიმსახურებთ კორუფციას, დამცირებას, დაცინვას, კრიმინალების თარეშს და უპერსპექტივობას. გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ღირსეული ერი და მე ამისი ღრმად მწამს. მე მწამს საქართველოს ღირსების და იმის, რომ ეს არ არის პატარა სოფელი. მე მწამს საქართველოსი იმიტომ, რომ ჩვენ გვყავდა ანწუხელიძე, ტატუნაშვილი. ჩვენ გვყავდა ძალიან მაგარი რეფორმატორი, ჩვენ გვყავდა კახა ბენდუქიძე. ჩვენ გვყავს წარმოუდგენელი ახალგაზრდობა, რომელსაც მე მოკრძალებით მიშას თაობას ვეძახი და ის, ვინც აპოლიტიკურია, სხვადასხვა ტანსაცმელი აცვია და მინდა, გითხრათ, მეც, ფერად ტანსაცმელში მოვედი აქ. სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენსავით ფერადი და მრავალფეროვანი. მეც მიყვარს კლუბებში სიარული, ვაღიარებ. სხვათა შორის, მინდა, ვთქვა, რომ ამ სასამართლოს ტერიტორიაზე მშვენიერო კლუბი გამოვიდოდა, როგორც სუს-ში გავხსნით კლუბს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა