ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით

ხიბლშია ჩავარდნილი, თითქოს, რეალობას არ უნდა თვალი გაუსწოროს-გია ვოლსკი სააკაშვილზე

01.13.2022 | 17:16 ნახვები: 256

მიხეილ სააკაშვილი ხიბლშია ჩავარდნილი, დააჯერეს, რომ გამოიხსნიან საკნიდან მას მერე, რაც ხალხი შეიკრიბება აღშფოთებული და გამოაცხადებენ დაუმორჩილებლობას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის დღევანდელი განცხადებები ნათელი მაგალითია, რა შეიშლება ადამიანმა წარმოთქვას რეალობისა და ფანტაზიების ერთმანეთთან დაპირისპირებაში.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებას რაც შეეხება, ამას ხიბლის ცოდვას ეძახიან, ხიბლშია ჩავარდნილი, თითქოს, რეალობას არ უნდა თვალი გაუსწოროს, მაგრამ ვფიქრობ, ის ერთადერთია, ვინც ოპოზიციის ლიდერად მოიაზრება „ნაციონალური მოძრაობის" მიერ, მის გარდა არ არსებობს სხვა ლიდერი. აქედან გამომდინარე, მთელი ოპოზიციური სპექტრი, ვინც „ნაცმოძრაობის" სატელიტებად შეიძლება, მოვიაზროთ, ასევე თავად „ნაცმოძრაობაც" ცდილობს, როგორმე ამ ბოდვაში გაამართლოს სააკაშვილი. რეალურად, საზღვრის უკანონო კვეთაზე არავინ საუბრობს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პრაქტიკულად ის არშემდგარი შეთქმულება, რომელიც იყო ჩაფიქრებული. ის დააჯერეს, რომ გადმოკვეთდა საზღვარს და მთელი საქართველო გაერთიანდებოდა, რომ რევოლუციური პროცესი განევითარებინათ. შემდეგ დააჯერეს, რომ მას გამოიხსნიან საკნიდან მას მერე, რაც ხალხი შეიკრიბება აღშფოთებული და გამოაცხადებენ დაუმორჩილებლობას. შემდეგ დააჯერეს ან თვითონ დაიჯერა, რომ არჩევნებში გამარჯვებული „ნაცმოძრაობაა". ეს გარკვეულ ინდიკაციადაც შეიძლება, მივიღოთ, თუ რა მდგომარეობაშია თვითონ პიროვნულად, რას აპირებდა და რეალობისა და ფანტაზიების ერთმანეთთან დაპირისპირებაში, რა შეიშლება ადამიანმა წარმოთქვას, როდესაც სავსებით კონკრეტული დანაშაულებისათვის ასამართლებენ", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა