მიხეილ სააკაშვილი - „მონათა აღლუმის“ ჩატარების ყველანაირი მცდელობა ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისთვის დამამცირებელია
მიხეილ სააკაშვილი - ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება ჩვეულებრივად მოვიქცეთ
ანა ნაცვლიშვილი - კრემლის მსახური ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს ევროინტეგრაციის გზის ჩაკეტვით
ხატია დეკანოიძე - 29 აპრილის აქცია იქნება „რუსული მარში“ „რუსული კანონის“ დასაცავად
ირაკლი კობახიძე - ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ
გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები არის დანაშაულებრივი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში
ყალბი ჯანმრთელობის ცნობის დამზადებაზე ერთ პირია დაკავებული - სუს-ი
„ხალხის ძალა“ - ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების მატებას ითხოვენ-გაფიცვა ჯანდაცვის სამინისტროში

01.14.2022 | 12:27 ნახვები: 209

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და ჯანდაცვის სამინისტროსგან ხელფასების მატებას ითხოვენ.


მათივე თქმით, მუშაობა მიზერულ 200-ლარიან ანაზღაურებაზე უწევთ და ამ თანხასაც ხშირად სრულად ვერ იღებენ. გარდა ამისა, მათ მოვალეობის შესასრულებლად რეგიონებში გასვლაც უწევთ, თუმცა სააგენტო მათ არც მგზავრობის ხარჯს უნაზღაურებს.

"შეტყობინება გაფიცვასთან დაკავშირებით შემოვიტანეთ. საქართველოს მასშტაბით სააგენტოს ცენტრების უმრავლესობა გაიფიცება. ამ ცენტრებიდან უმრავლესობა შეაჩერებს თავის საქმიანობას იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული", - განაცხადა იურისტმა, დავით ომსარაშვილმა.


სააგენტოს თანამშრომელი დღეს ჯანდაცვის ახალ მინისტრთან, ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა უწყების ხელმძღვანელი მათ ამ დრომდე არ შეხვედრია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა