მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით
ნათია თურნავა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ლევან ხაბეიშვილი შს მინისტრს - კორუმპირებული ხართ, ბატონო ვახტანგ, სათამაშო და სამშენებლო ბიზნესში გაქვთ წილი
მიხაილ როთი - ძვირფასო კობახიძე, მინდა დაგამშვიდოთ, რომ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს“
პრეზიდენტი - აშკარაა, ეს რუსული კანონია, რომელიც პუტინის მიერ რუსეთში მიღებული კანონის ასლია

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა-თეა წულუკიანი

01.14.2022 | 12:43 ნახვები: 200

საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ქართული თეატრის დღეს ულოცავს თეატრის თანამშრომლებსა და ყველა მოყვარულს.

„14 იანვარი ქართული თეატრის დღეა.

მინდა, ეს დღე მივულოცო ქართული თეატრის ყველა მსახურსა და მოყვარულს.

ჩვენი სახელოვანი წინაპრები ამ თარიღს ახალ წელსა და ბედობას, ალბათ, შემთხვევით არ დაუკავშირებდნენ. მინდა, მხოლოდ სიკეთისა და წარმატებების დაბედება გისურვოთ.

„ხელოვნების მიზანი უბრალოა - მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა." ვინ ვინ და ამ სიტყვების ავტორმა, დიდმა კოტე მარჯანიშვილმა, ყველაზე უკეთ იცოდა, თუ რა ძნელად მისაღწევი იყო ეს „უბრალო" მიზანი.

დღეს, პანდემიისა და სხვა არანაკლებ სერიოზულ გამოწვევათა პირობებში, ეს მიზანი კიდევ უფრო გართულებულია.

ამიტომაც, დღეს კიდევ უფრო აქტუალურია ცნობილი სიტყვები, რომელთაც, ვერიკო ანჯაფარიძის მოწმობით, თავის მოწაფეებს კოტე მარჯანიშვილი მუდმივად უმეორებდა: „გვიყვარდეს ხელოვნება საკუთარ თავში და არა საკუთარი თავი ხელოვნებაში."

ასეთ სიყვარულსა და დიდ შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ", - ნათქვამია თეა წულუკიანის მილოცვაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა