რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?
26 აპრილს, საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდი იქნება, 27-29 აპრილს კი, ხანმოკლე წვიმა
შალვა პაპუაშვილი - რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მზად ვიყოთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, უკვე წევრი ვიქნებოდით
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

დიდთოვლობა აჭარაში-თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია

01.16.2022 | 17:29 ნახვები: 205

მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია. შეფერხებებია გზებზე, თუმცა მოძრაობა შეწყვეტილი არ არის. გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, მეორე დღეა ინტენსიურად იწმინდება გზები.

„ამჟამად მიმდინარეობს სოფლების ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდის სამუშაოები. მეორე დღეა ინტენსიურად თოვს, ცუდი ხილვადობის გამო ბევრგან გართულებულია გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა გზების წმენდა არ შეწყვეტილა", - განაცხადა აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზაზა შავაძემ.

თოვლმა მაღალმთიან სოფლებში დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს. „ენერგო-პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღდგება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა