ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

32 გარდაცვლილი და 3 656 ახალი შემთხვევა-17 იანვრის კოვიდსტატისტიკა

01.17.2022 | 11:00 ნახვები: 212

საქართველოში კორონავირუსის 3 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 066 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 711 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 16 196, „პისიარ" ტესტით - 13 515.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური - 12,31%, ბოლო 14 დღის - 9,64%, ბოლო შვიდი დღის - 9,69%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 999 343 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 931 507 გამოჯანმრთელდა, 14 481 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 612 313 აცრა, დღიურად აცრილია 2 290.

კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 500 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 092 პირი.

გუშინ, 16 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 304 პაციენტი, გარდაიცვალა 24.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა