ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months
Zelensky meets with delegation of European Parliament's Renew Europe political group
Zelensky speaks with U.S. House Speaker Johnson, discusses need for continued aid
Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine

სოციალურ თემატიკასთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროება არ არსებობს-სარჯველაძე

01.18.2022 | 13:10 ნახვები: 194

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სოციალურ თემატიკასთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს. ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ სარჯველაძემ ამ საკითხზე „ლელოს" ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

„პრობლემა იმაში კი არ არის, რომ სოციალური საკითხი არ განვიხილოთ, არამედ პირიქით, ეს საკითხი უნდა განვიხილოთ; უბრალოდ, როცა ამ საკითხისთვის არჩეულია რიგგარეშე სხდომის მოწვევა, არ მგონია, რომ ეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საბაბი უნდა იყოს. ამისთვის საკმარისია სხვა საპარლამენტო ბერკეტი - სადეპუტატო კითხვების გზით ინფორმაციის მოძიება, სამუშაო ფორმატებში შეხვედრების გამართვა.

როცა აქცენტი კეთდება მაინც და მაინც ერთ-ერთ ფორმატზე, რაც არის რიგგარეშე სხდომის მოწვევა, ამ შემთხვევაში ინიციატორების მიზანია ის, რომ იყოს უფრო მეტად პოლიტიკური მდგენელის მიმართულებით აქცენტების გაკეთება, ვიდრე დისკუსია და მსჯელობა, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. ამ საკითხებზე უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ამისთვის აუცილებელი არ არის რიგგარეშე სხდომის მოწვევა.

სოციალური მიმართულებით საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით აქამდეც ბევრი გაკეთდა, როგორც განხორციელებულ პროექტებზე, ასევე დაგეგმილზე. მიღებულია „სოციალური მუშაობის შესახებ" კანონი, რითაც განსაზღვრულია ანაზღაურების საკითხი და კონკრეტული გეგმაა გაწერილი. საკმარისი იქნება, ყველამ საგნობრივად მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ, სიღრმეებში შევიდეთ და გაჩნდება მარტივად პასუხების მიღების შესაძლებლობა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის არაერთი სხდომა იყო, სადაც მსჯელობა იყო სოციალური მუშაობის თაობაზე დადგენილი რეგულაციების ავკარგიანობაზე. ამაზე სადეპუტატო კითხვები დაისვა, რაც უფრო პროდუქტიულია და შედეგის მომტანია", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა