რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან "უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის მტკიცებულება" იპოვეს
ნიკა გვარამია - ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დახმარება სჭირდება, რათა რუსეთის შეტევისთვის მოემზადოს, რომელიც შესაძლოა მაისის ბოლოს ან ივნისში დაიწყოს
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
რა დარღვევები აღმოაჩინა სახალხო დამცველის მონიტორინგმა სამედიცინო დაწესებულებაში?
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ისრაელის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია - ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს

უფლებადამცველები მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას და ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას ითხოვენ

01.18.2022 | 16:39 ნახვები: 203

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის დაზარალებულად ცნობას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ მათ მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართეს.

ნიკა გვარამიას თქმით, ადვოკატებისთვის სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა მნიშვნელოვანია, რადგან მათ მასალებზე წვდომა ჰქონდეთ.

„მნიშვნელოვანია, სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე, რომელიც არსებობს სახელმწიფო ინსპექტორის უწყებაშუ. ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორთან გვაქვს მასალების გაცვლა-გამოცვლა, თუმცა არსებობს მასალები, რომელზეც ხელი არ მიგვიწვდება, პირველ რიგში ეს არის წამების ამსახველი მთელი ვიდეომასალა, სრული მარშრუტი. ასევე, მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორსა და სახალხო დამცველს, აღნიშნულთან დაკავშირებით დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ამას გარდა, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ დაზარალებულად ვიქნებით ცნობილი. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორს მოვუწოდებთ, გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ვიდეომასალა, რადგან ამასთან დაკავშირებით დაზარალებულ სააკაშვილის თანხმობა არსებობს. სააკაშვილი ასევე მოუწოდებს ინსპექტორის სამსახურს, მოხდეს აღნიშნული მასალის გამოქვეყნება", - განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, ნიკა გვარამიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, ჩატარდეს სააკაშვილის სრული სამედიცინო ექსპერტიზა, განსაკუთრებით ნევროლოგიური და ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური მიმართულებით.

„ჩვენ ვითხოვთ საექსპერტო კვლევას ერთადერთი ფორმატით - ამ კვლევას ვერ ჩაატარებს მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება, ეს უნდა იყოს პარიტეტულ საფუძველზე შედგენილი კომისია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, არამედ კომისიური სახით ჩატარებული სრული სამედიცინო ექსპერტიზა, რაც სომატურ გამოკვლევას ნიშნავს თავიდან ბოლომდე, განსაკუთრებით ნევროლოგიურს და ასევე, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურს. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი მხრიდან ექსპერტების დანიშვნას და ეს იქნება ცენტრი „ემპათია". დანიშნოს სახელმწიფომაც თავისი ექსპერტები. ჩვენ გენერალურ პროკურატურისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან მოვითხოვთ აღნიშნულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით უსწრაფესად გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც დაადგენს წამების შესახებ ფაქტებს, დაეყრდნობა სტამბოლის პროტოკოლს და არა უბრალო გაიდლაინებს, რომელიც საქართველოში არსებობს", - განაცხადა გვარამიამ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა