ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months
Zelensky meets with delegation of European Parliament's Renew Europe political group
Zelensky speaks with U.S. House Speaker Johnson, discusses need for continued aid
Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine

რომან გოცირიძე: „ენკამ" ოფისები დახურა - ნამახვანის გამოსვლებმა ბევრი გააბრიყვა

01.19.2022 | 15:20 ნახვები: 554

"ენკამ" მილიონობით ფული დაურიგა ადგილობრივ მოსახლეობას მიწების გამოსყიდვის პროცესში. მათ უნდა დააბრუნონ ეს ფული ( თუ მხოლოდ ეს გვაკმარა სასამართლომ, მაგრამ, ასე ნამდვილად არ იქნება) და არა საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ისედაც უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება, - აცხადებს პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.

რომან გიოცირიძე ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის „ენკას" მიერ საქრთველოში ოფიცების დახურვას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დავა საერთაშორისო არბირტაჟში გადაინაცვლებს.
"ენკამ" დახურა ყველა ოფისი და წავიდა. ალბათ საერთაშორისო არბიტრაჟში დავის მომსწრენი გავხდებით. "ენკამ" მილიონობით ფული დაურიგა ადგილობრივ მოსახლეობას მიწების გამოსყიდვის პროცესში. მათ უნდა დააბრუნონ ეს ფული - თუ მხოლოდ ეს გვაკმარა სასამართლომ, მაგრამ, ასე ნამდვილად არ იქნება და არა საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ისედაც უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება", - აცხადებს გორიციძე.
პილიტიკოსი აღნიშნავს, რომ "ნამახვანის" გამოსვლებმა ბევრი გააბრიყვა.
„რას ვიზამთ, ბევრჯერ გვინახავს ხალხი მოტყუებული და გაბრიყვებული. ყველაზე მეტად მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც, წესით არ უნდა ბრიყვდებოდნენ. როგორ გამოვარდნენ სოლიდარობის აქციაზე ვარლამებისა და სხვადასხვა ჯურის მარშისტების მხარდასაჭერად, როგორ ამბობდნენ, ძლივს არ ვიხილეთ ნამდვილი, გულწრფელი, ხალხის წიაღიდან წამოსული პროტესტიო. როგორ ეტრფოდნენ "უბრალო ადამიანებს", როგორი "სენსიტიური" პოსტები უძღვნეს. "ჩემს დედიკოს ბალახის სუნი ასდის, შენს დედიკოს სუნამოსი". ყვებოდა ერთი ადიოდე წლის წინათ ტელევიზორში ვიღაც პოეტი თუ თვითმარქვია პოეტი ძალიან მგრძნობიარე ლექსს, რომელიც სოფლის იდილიას, მიწაზე შრომის იდილიას, დედის იდილიას აღწერდა და სუნამოიან "ბურჟუებს" ლანძღავდა. "იდილიურ" თემებზე წამოეგებიან ხოლმე ჩვენი "პრადვინუტები", კალმახის გადარჩენაზე ცრემლებს რომ ღვრიან და იმას ვერ ხვდებიან, თუ რა კავშირშია ელექტროენერგია იმასთან, ქვეყანა რომ იცლება და ადამიანები რომ შიმშილობენ, ვერ გაუცნობიერებიათ, ეკონომიკაზე რომ გადის ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ბედი", - აცხადებს რომან გოცირიძე.
გოცორიძე წუხილს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში ჯერაც ვერ ჩამოყალიბდა „საშუალო კლასი" პოლიტიკური თუ ინტელექტუალური ელიტის სახით.
„როგორც საშუალო კლასი არ ჩამოყალიბებულა, ის არ ჩამოყალიბებულა ის "საშუალო კლასი" - პოლიტიკური თუ ინტელექტუალური ელიტის სახით, რომელიც სტაბილურობას შესძენდა ჩვენს ცხოვრებას და რომელიც უკან კი არ აედევნებოდა ვარლამებს, არამედ წინ გაუძღვებოდა მათ სწორი მიმართულებით. ამითაც განვსხვავდებით ევროპისაგან. მივალთ ალბათ ჩვენც მაქამდე, ოღონდ გააჩნია რა დროში", - აცხადებს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, 2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკამ", რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა