მიხეილ სააკაშვილი - „მონათა აღლუმის“ ჩატარების ყველანაირი მცდელობა ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისთვის დამამცირებელია
მიხეილ სააკაშვილი - ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება ჩვეულებრივად მოვიქცეთ
ანა ნაცვლიშვილი - კრემლის მსახური ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს ევროინტეგრაციის გზის ჩაკეტვით
ხატია დეკანოიძე - 29 აპრილის აქცია იქნება „რუსული მარში“ „რუსული კანონის“ დასაცავად
ირაკლი კობახიძე - ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ
გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები არის დანაშაულებრივი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში
ყალბი ჯანმრთელობის ცნობის დამზადებაზე ერთ პირია დაკავებული - სუს-ი
„ხალხის ძალა“ - ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია

ძალიან საინტერესოა რატომ და რისთვის ურიცხავს 530,000 ევროს BFDW გარემოს დამცველებს?!

02.01.2022 | 13:08 ნახვები: 420

„მეგობრებო ეს ის თანხაა როდესაც ზუთხები, ხვლიკები, ამფიბიები და ფასკუნჯები უფრო ძვირფასები ხდებიან შენთვის, ვიდრე მეზობელი, მეგობარი, თანამოქალაქე და გააჩნია შენს ნივთებზე დამოკიდებულებას ხშირ შემთხვევაში მშობელ დედაზეც ძვირფასიც კი",- ამის შესახებ „ფეისბუქზე" პოსტს ახალი ჰიდროელექტროსადგრების მენეჯერი გიორგი მარგებაძე წერს.

მარგებაძე, ე.წ. „ეკოლოგების"საქმიანობასა და მათ დაფინანსებაზე საუბრობს.

მისი თქმით, საინტერესოა, ძალიან საინტერესოა რატომ და რისთვის ურიცხავს 530,000 ევროს ვინმე BFDW " Bread for the World" (პური მსოფლიოსთვის) სამხრეთ კავკასიაში „ენერგეტიკული პარადიგმის ცვლილებისათვის" გარემოს დამცველებს?

„მოკლედ რაც უფრო ვუღრმავდები ამ ეგრედწოდებული „ეკოლოგების" საქმიანობას მით უფრო გასაგები ხდება ჩემთვის მათი ხვლიკების, ამფიბიების და ფასკუნჯების ნამდვილი პლატონური ტრფობის და სიყვარულის მიზეზი.
საინტერესოა, ძალიან საინტერესოა რატომ და რისთვის ურიცხავს 530,000 ევროს ვინმე BFDW " Bread for the World" (პური მსოფლიოსთვის) სამხრეთ კავკასიაში „ენერგეტიკული პარადიგმის ცვლილებისათვის" გარემოს დამცველებს? სადმე პური დარიგდა და არ ვიცით? სადმე თონეები გახსნეს და არ გვეუბნებიან, თუ რა ხდება?
თან ამ BFDW-ს topic-ებს რომ ნახულობ ენერგეტიკული საკითხები საერთოდ არ აქვს დღის წესრიგში, ერთადერთი რაც ვნახე კლიმატის ცვლილებაზე ნერვიულობენ, კლიმატის ცვლილებას კი ხელს უწყობს საწვავზე მომუშავე თბოსადგურები, აი ის რასაც არ აპროტესტებენ ჩვენი გარემოს დამცველები და მეტიც ლობირებენ კიდევაც. იმედია ხვდებით როგორი საგიჟეთი და განუკითხაობაა.
ხო ეს მხოლოდ ერთი ტრანშია, ჯამში მათი დაფინასება 2009 წლიდან მოყოლებული შეადგენს შემდეგს;
მყარი ვალუტის მიხედვით გავყვები 
35,000 ფუნტი
2,048,184 ევრო
1,103,829 აშშ დოლარი
353,251 ლარი
ვისაც რა კურსში გაგიხარდებათ იმ კურსში გადაიყვანეთ ჩემი კალკულკატორი 11,5 მლნ ლარს აჩვენებს.
მეგობრებო ეს ის თანხაა როდესაც ზუთხები, ხვლიკები, ამფიბიები და ფასკუნჯები უფრო ძვირფასები ხდებიან შენთვის, ვიდრე მეზობელი, მეგობარი, თანამოქალაქე და გააჩნია შენს ნივთებზე დამოკიდებულებას ხშირ შემთხვევაში მშობელ დედაზეც ძვირფასიც კი.
რაის აბსტრაქტული ცნება „სახელმწიფოებრიობა" რის „საქართველო" და „ენერგოდამოუკიდებლობა" თუ ჩემი ძმა ხარ, 11 ლიმონი გადაიხადე და ჯერ ხვლიკი და ზუთხია და მერე კოჭლი ზურაბა წამლის ფულს რომ ვერ შოულობს, გავარტყი მაგის შვილებსაც ზევიდან, აგერ თურქეთში გადავიდნენ და იქ იშოვონ სამსახური, ან მეტი რა უნდათ ვაფშე მაგათ, ცოლი ხო უგზავნის ზურაბას საბერძნეთიდან ფულს?! ხოდა დააყენოს ერთი ადგილი ფასკუნჯი გადაშენების პირასაა ძმაო! 

კამპანია „ჩემი ქალაქი მკლავს" გაგიგიათ ალბათ, ამ ძალიან კარგი წამოწყების ავტორები მოხალისე გოგო-ბიჭები არიან, საკუთარი სახსრებით და ტელეფონებით გადაღებულ ვიდეოებს ავრცელებდნენ რაც მოსაწონია. მაინტერესებს სადმე ვინმეს გინახავთ ეს 11 მილიონიანი გარემოს დამცველები რეალურ პრობლემებზე საუბრობდნენ? ან რაიმე დოკუმენტს წერდნენ? ან რაიმე ვიდეოს მაინც იღებდნენ? გამონაბოლქვზე ან დაბინძურებულ ქალაქებზე საუბრობდნენ? თბოსადგურებს აპროტესტებდნენ? არა და არა!
ამ ყველაფრის მერე ესენი თუ ვინმეს გარემოს დამცველები გგონიათ და გამარჯობა თქვენ, გიორგი ვარ ანდრომედას გალაკტიკის ხელმწიფე დღეიდან თქვენთვის.",- წერს მარგებაძე

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა