Zelensky: Shaheds in skies above Ukraine sound identical to those over Middle East Zelensky: Shaheds in skies above Ukraine sound identical to those over Middle East
Ukrainian forces repel 73 enemy attacks in five sectors in past 24 hours
აქციაზე 14 პირია დაკავებული - შსს
შსს მშვიდობიან მანიფესტაციას უსაფუძვლოდ აცხადებს უკანონოდ, პოლიციის ქცევა შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევაა | GDI
ვაჟა სირაძე - დაახლოებით 30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც ახდენენ პროვოკაციას
პარლამენტთან აქციაზე ვითარება კვლავ დაიძაბა - პოლიციამ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე ძალადობრივი ქმედებებით დააკაა
სახალხო დამცველი - ამ დროისთვის არ არსებობს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი
ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის შენობიდან გასულ უმრავლესობის დეპუტატებს - რუსო მოღალატეებო - იქით მშვიდობიანი მოქალაქეები არიან

„ოცნება" მარტო სახლში

12.14.2020 | 12:46 ნახვები: 589

პარლამენტის პირველი სხდომა შედგა: 88 დეპუტატმა სცნო 150 პარლამენტარის უფლებამოსილება, თუმცა სხდომას ერთი ოპოზიციონერიც არ ესწრებოდა. პარტიული სიები „ჩახსნილია", უმცირესი გამონაკლისის გარდა. უახლოეს მომავალში კი უკვე არჩეულმა დეპუტატებმა უნდა დაიწყონ განცხადებების შეტანა უფლებამოსილებაზე უარის შესახებ. თუ მცირე ხნის წინ სახელისუფლებო პარტია აცხადებდა, რომ არ დააკმაყოფილებდა ამ მოთხოვნას, ახლა ტაქტიკა შეიცვალა - ირაკლი კობახიძე, პირიქით, მოუწოდებს ოპოზიციას (პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობას"), „დროულად შემოიტანონ განცხადებები".

ამ ცვლილების მიზეზი გასაგებია: „ქართულ ოცნებას" სურს, გააძლიეროს იმ ოპოზიციონერ დეპუტატთა ჭოჭმანი, ვინც არ ესწრება პარლამენტის სხდომებს და უახლოეს მომავალში, ალბათ, არც დაესწრება, მაგრამ არ სურს მანდატებზე უარის თქმა. თუ მათ ეცოდინებათ, რომ განცხადებაზე უეჭველად დადებით პასუხს მიიღებენ, ეს ჭოჭმანი კიდევ უფრო გაძლიერდება. რამდენად მრავალრიცხოვანია ჯგუფი, ვინც „დაფიქრდა", დაწეროს განცხადება თუ არა, უახლოესი დღეები გვიჩვენებს. ჯერჯერობით ამაზე ღიად არავინ საუბრობს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, „შესვლას", ანუ სხდომებში მონაწილეობას არავინ გეგმავს.

კომიკური ვითარება შეიქმნა „რესპუბლიკელთა" გადაწყვეტილების გამო. როგორც ჩანს, ყველაზე ჭკვიანებად და მახვილგონიერებად მიიჩნიეს თავი: „განცხადებები დაწერილი გვაქვს, მაგრამ მას შემდეგ შევიტანთ, რაც მოლაპარაკების უშედეგობაში დავრწმუნდებით", თან ამბობენ, „ზუსტ თარიღს ვასახელებთო". არადა, ეს რა „ზუსტი თარიღია"? მოლაპარაკება შეიძლება, გაგრძელდეს 3 თვე და 3 წელიც.

„მოქალაქეთა" ლიდერი, ალეკო ელისაშვილიც არ აპირებს პარლამენტში შესვლას, თუმცა მანდატებს არ თმობს და არც სიას ხსნის. მასაც მოლაპარაკების იმედი აქვს. არადა, სრულიად ნათელია: „ოცნება" ახალ არჩევნებს არ დათანხმდება - საამისოდ წინაპირობა ან მოტივი არ არსებობს: არც ასეულობით ათასი ადამიანი ქუჩაში, არც დასავლეთის აქტიური მხარდაჭერა ოპოზიციას. ამდენად, „მოლაპარაკებები" ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილისათვის კომპრომისის ფორმულა ხდება. დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ „ქართული ოცნება" ნამდვილად მარტო იქნება პარლამენტში მანამ, სანამ რაიმე დიდი გარდატეხა არ მოხდება, რისი ნიშნებიც არ სჩანს.

„ოცნებისთვის" ეს ვითარება კატასტროფული არ არის, მაგრამ ძალიან არასასურველია. თანამედროვე პოლიტიკაში „სურათი" ბევრ რამეს წყვეტს: „სურათი" კი ასეთია, რომ მმართველი პარტია მარტოა პარლამენტში. ამის მიზეზებს არავინ შეისმენს: მთავარია „სურათი" და „ფაქტი" ისევე, როგორც ნიკა მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის დროს, როდესაც მმართველი პარტია ასევე, მარტო იყო დარბაზში.

შეიძლება თუ არა ეს „მარტოობა" გაგრძელდეს 4 წელი? თეორიულად შესაძლებელია: თუ ყველა დეპუტატმა ნამდვილად დაწერა განცხადება, „რესპუბლიკელები" საბოლოოდ შეუერთდნენ ბოიკოტს და ელისაშვილის „ორკაციანი ფრაქციაც" დარწმუნდა მოლაპარაკებათა უშედეგობაში, გვექნება „მარტოსული მმართველი პარტია" - საპარლამენტო დებატებისა და კანონზე რეალური მუშაობის გარეშე, რადგან საკანონმდებლო მუშაობა უეჭველად გულისხმობს უმრავლესობა-უმცირესობის აზრთა ჭიდილს.

თუ ეს „მარტოდ დატოვება" რეალურად შედგა, იგულისხმება, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ისეთი თვისებები გამოამჟღავნა, რაც ადრე არ ახასიათებდა, ასეთ შემთხვევაში, ეს ქართული პოლიტიკის ახალი ერას დასაწყისი იქნებოდა. ამის ალბათობა არის, მაგრამ არცთუ მაღალი. 4 წელი მეტისმეტად დიდი ვადაა ამ ქვეყანაში.

დათო გამცემლიძე,
ჟურნალისტი. ისტორიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა