რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

პლახოტნიუკის მოლოდინში

12.16.2020 | 11:20 ნახვები: 1041

ავტორი - თენგიზ აბლოთია

ივანიშვილისადმი ზღვარგადასული ზიზღით შეპყრობილი „ანტიბიძინისტები-ფანატების" კლუბს ახალი მტერი ჰყავს. ამჯერად ის არც პუტინია, და არც რომელიმე რუსი მაღალჩინოსანი. მთავარი საფრთხობელას როლი აშშ-ს ელჩმა დაიკავა, მასთან ერთად ამ „საპატიო სიაში" დასავლეთის სხვა ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღმოჩნდნენ.
მიზეზი ყველამ ვიცით - დიდი მოლოდინები იმის თაობაზე, რომ დასავლეთი ბიძინას ყურს აუწევს და უკეთეს შემთხვევაში საქართველოში მისი მმართველობის დასრულებას ხელს შეუწყოფს - არ გამართლდა.
ქართველი ოპოზიციონერები დიდი აღფრთოვანებით შეხვდნენ თავის დროზე მოლდოველი ოლიგარქის ვლადიმერ პლახოტნიუკის გაგდებას ქვეყნიდან. მათ იმედი გაუჩნდათ - „აგერ, ჩვენი დროც მოვიდა, ევროპა-ამერიკამ ოლიგარქებს ომი გამოუცხადა და მალე მას ბიძინაც მიჰყვება".
თუმცა, უკვე წელიწადზე მეტი გავიდა, რაც პლახიტნიუკმა კიშინიოვი დატოვა, ბიძინას კი არაფერი ემუქრება. როგორც აღმოჩნდა, დასავლეთი მის გაგდებას საერთოდ არც გეგმავს. ეს ცხადი გახდა არჩევნების შემდეგ - პირველ დღეებში, როდესაც ევროპამ და ამერიკამ გაოცებულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლა ურჩიეს.
რა თქმა უნდა, დასავლეთის მხრიდან ოლიგარქიის მხარდაჭერა და მისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება - სამარცხვინო საქციელია. თუმცა, პირველ რიგში არ უნდა დაგვავიწყდეს - რაც არ უნდა იყოს, საუბარი გვაქვს მოკავშირეებზე, რომელთა გარეშე არავითარი ქართული სახელმწიფო არ იარსებებდა. რომ არა ევროპის და ამერიკის აქტიური პოლიტიკა, საქართველოს ან რუსეთი შეჭამდა ან შიდა იდიოტები დაშლიდნენ.
ამიტომაც, დიპლომატების გინება ყოვლად დაუშვებელია, თანაც საჯაროდ, მასობრივად და თანაც პოლიტიკური პარტიების აქტივისტების - მით უმეტეს ლიდერების მხრიდან.
თუმცა, ეს საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა, არის კიდევ მეორე, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და საყურადღებო.
საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს დასავლეთის პოლიტიკაზე მცდარი წარმოდგენა აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ დასავლეთი საქართველოსგან მეტ აქტიურობას, თბილისის მიერ მოსკოვის მეტ მხილებას, ოკუპაციის საკითხის უფრო აქტიურ დაყენებას და საბოლოო ჯამში რუსეთის მიმართ უფრო გამოკვეთილ და ხისტ მიდგომას მოითხოვს. ხშირად გაიგონებთ, რომ „ქართული ოცნება" არასაკმარისად აყენებს საერთაშორისო არენაზე ოკუპაციის თემას და „ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში ამ მხრივ უფრო აქტიურები ვიქნებით".
სამწუხაროდ, რეალური დასავლური პოლიტიკა სულ სხვანაირია და მესამე მსოფლიოსგან ევროპა-ამერიკას ძირითადად ერთი რამ მოითხოვება - ზომაზე მეტად არ დაარღვიონ მათი სიმშვიდე და კომფორტი ორღობე პრობლემებით, რომლებიც არც ბრიუსელში და არც ვაშინგტონში დიდად არავის აღელვებს.
დღეს დასავლეთის პოლიტიკა გარკვეულ ფასეულობებს ეფუძნება, რის გამოც ევროპა-ამერიკას საქართველოსნაირი ქვეყნების წუხილების იგნორირება არ შეუძლია - წინაამღდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ ეს ნაქები ფასეულობები მხოლოდ თვალის ახვევაა და სინამდვილეში ისინი არავის ადარდებს.
შესაბამისად, დასავლეთის ლიდერებს ქართულ თემეზე ფიქრი უწევთ იმის მიუხედავად, როდესაც ეს მათთვის ზედმეტი თავის ტკივილია.
ჩვენ ყველას დაგვავიწყდა, რომ ეს ის დასავლეთია, რომელსაც სსრკს-ს დაშლა არ სურდა - 90-ანების დასაწყისში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ლიდერებს ემუდარებოდნენ - „სსრკ-დან გასვლას ნუ ჩქარობთ",
ეს ის დასავლეთია, რომელიც მშვიდად უყურებდა რუსეთის მიერ უკრაინის მოსპობის მცდელობას და კიევის ხელისუფლებას მადლობას იმის გამო უხდიდა, რომ ის „პროვოკაციას არ აჰყვა".
ფაქტიურად, ეს კაპიტულაციისკენ მოწოდებას ნიშნავდა - დასავლელი პოლიტიკოსების აზრით, უმჯობესია უკრაინა რუსეთს დანებდეს, ვიდრე საკუთარი ღირსების დაცვა სცადოს - ეს ხომ ომს და შესაბამისად, ევროპა-ამერიკისთვის ზედმეტ თავის ტკივილს ნიშნავს.
შორს წასვლა არაა საჭირო - სწორედ ევროპა გახდა ამაზრზენი, ფარისევლური საზიზღრობის შემკვეთი, რომელსაც „ტალიავნის კომისიის დასკვნა" ჰქვია. დასკვნა, რომლის მიზანიც არა დამნაშავის გამოვლენა, არამედ ორივე მხარისთვის ყურის აწევა იყო. თანაბრად, ისე, რომ არავის ეწყინოს.
დღევანდელ დასავლეთს არც შეიძლება რაიმე არსებითი პრეტენზიები ჰქონდეს ქოც-მთავრობასთან. ელჩები ჩვენზე კარგად ხედავენ რეჟიმის სიდამპლეს და ფეოდალურ არსს - თუმცა, ის წითელ ხაზებს არ კვეთს, ოპოზიციას არ ანადგურებს, ტელევიზიებს არ ხურავს, აშკარა განუკითხაობას ქვეყანაში არ უშვებს და ეკონომიკაც მეტ -ნაკლებად ისეთია, რომ ხალხი შიმშილით მასობრივად არ იხოცება.
თანაც არ ქართველი ხალხი იკლავს თავს ქუჩაში გამოსვლით და რეჟიმის შეცვლის სურვილს დიდად არ ავლენს. შესაბამისად, დასავლეთს არც საკუთარი მოტივაცია აქვს საქართველოში რაიმეს შეცვლისთვის და არც საზოგადოებისგან ხედავს განსაკუთრებულ ბიძგს.
ჰო, და გვაქს ის, რაც გვაქვს. შეგიძლიათ კიდევ მრავალჯერ გაიმეოროთ პლახოტნიუკის გვარი, თუმცა ამ ეტაპზე ეს არ გვიშველის.
და ყველაზე ნაკლები, რაც დღეს ამ ქვეყანას სჭირდება - ესაა მოკავშირეების ლანძღა-გინება... ნუ ჭრით ტოტს, რომელზეც ყველანი ვზივართ..

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა