აქციის მონაწილე ახალგაზრდების პროტესტი რუსული კანონის მხარდამჭერ დავით კაჭარავას
მამუკა მდინარაძე - სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო?
ვიოლა ფონ კრამონი - “ქართული ოცნება” რეალურად “რუსული ოცნებაა”
ანა ფოტიგა - უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული სანქციების შესაძლო დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
მარკეტა გრეგოროვა - მტკივნეულია იმის ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო სულ უფრო მეტად რუსეთს
სვენ მიქსერი - საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის „უცხოური აგენტების“ კანონს მიიღებს, არ უნდა ელოდოს, რომ ევროკავშირის წევრობას შეძლებს
ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში - ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაცია დაიწყეს

რიკოთის საუღელტეხილო გზა/ Speedway - Rikoti Pass Road

09.03.2020 | 13:00 ნახვები: 684

რეგიონში უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტის - რიკოთის საუღელტეხიულო გზის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. საინჟინრო თვალსაზრისით, ეს პროექტი ევროპაში ერთ-ერთი ურთულესია, ამიერკავკასიაში კი მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა.

რიკოთზე დაგეგმილი ავტობანი ოთხი მონაკვეთისგან შედგება:
I სექცია - ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი - 11.7 კმ; II სექცია - ხევი-უბისას მონაკვეთი - 12.2 კმ; III სექცია - უბისა-შორაპნის მონაკვეთი - 13 კმ; IV სექცია - შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი - 14.7კმ.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო გზის შენებლობის დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მისი პარამეტრები კი უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას 8 საათი სჭირდება, სამომავლოდ, 4-4.5 საათი დასჭირდება.
აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარება უმნიშვნელოვანესია, როგორც ქვეყნის შიდა განვითარების, ასევე, რეგიონში საქართველოს პოზიციების გასაუჯობესებლად, როგორც მიმზიდევლი სატრანსპორტო დერეფნის ჩამოსაყალიბებლად. ასევე, მზარდი ტურისტული ნაკადის პირობებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხო და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას.
ხევი-უბისას მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და პროექტის ღირებულება 732 მილიონ ლარზე მეტია. რაც შეეხება უბისა-შორაპანის მონაკვეთს, აქ სამშენებლო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით მიმდინარეობს, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება კი 902 მილიონ ლარამდეა.

 

Construction of infrastructural project, unprecedented in the region - Rikoti pass road is implemented extensively. From the engineering standpoint, this project is one of the most difficult one in Europe, and the project of such scale has never been implemented in the Caucasus.
The highway, designed in Rikoti, consists of the four section:
I Section - Chumateleti- Khevi - 11.7 km; II section - Khevi- Ubisa - 12.2 km; III section - Ubisa- Shorapani - 13 km; IV section - Shorapani- Argveta - 14.7 km.

In the framework of construction of Rikoti pass road, in total, construction of about 51.6 km road is planned, including 96 bridges and 53 tunnels. It is planned to complete construction of Rikoti pass road by the 2022. Modernization of Rikoti pass road is extremely important from the aspect of development of the road network and bringing it into compliance with the modern standards. New road considers all modern standards of road safety; and its parameters ensure doubling of speed with full observance of safety, which, ultimately, will halve the travel time when the east-west corridor is completed. If, presently, passing the distance from the Red Bridge to Sarpi takes 8 hours, it will take 4-4.5 hours in the future.
Development of the east-west corridor is extremely important for internal development of the country, as well as improvement of positions of Georgia in the region, for formation of attractive transport corridor; besides, in the environment of growing tourist flow, special importance is given to organization of safe and comfortable road infrastructure.
Construction of Khevi-Ubisa section (section II) is funded by Asian Development Bank (ADB) and the value of the project is over 732 mln GEL. As for Ubisa- Shorapani section, construction works here are implemented under the funding of European Investment Bank (EIB), and contractual value of the project is about 902 mln GEL.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა