ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

საქართველოს სპორტული ტრადიციები/ Sports Traditions of Georgia

09.03.2020 | 13:04 ნახვები: 708

ბექა ჭიჭინაძე/ Beka Chichinadze


ანტიკურ სამყაროში, საუკეთესო შემთხვევაში, სხეულის ვარჯიში - ფიზკულტურა ერთ მთლიანობად უნდა შერწყმულიყო სულის ვარჯიშთან - ფილოსოფიასთან (კალოკაგათიის ცნობილი პრინციპი),
ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ განთქმული პლატონი ოლიმპიური ჩემპიონიც იყო და თავის სასწავლებელში აკადემიაში
სტუდენტებს არა მხოლოდ ფილოსოფიაში წვრთნიდა, ის მათ სპორტულ აღზრდასაც ეწეოდა.
ანტიკური ხანის საქართველო იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყო, ამიტომაც სპორტული აღზრდის ტრადიციები ჩვენშიც არსებობდა.
სამეგრელოში ბოლო დრომდე იყო შემორჩენილი სახალხო სპორტული სანახაობა ,,კურული", მისი მონაწილე ზორბა ჯეელები გაუხედნავ ხარებს ერკინებოდნენ და მათ დაურვებას ცდილობდნენ, ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ კოლხეთში ჩასულ იაზონს ზუსტად ასეთივე დავალებას აძლევენ. აპოლონიოსის გადმოცემით ხომ უებრო ჭაბუკობის დასამტკიცებლად ამასვე აკეთებდა კოლხთა ლეგენდარული მეფე აიეტიც, ჩანს, რომ აქ უძველეს ქართულ სახალხო სპორტულ სანახაობასთან უნდა გვქონდეს საქმე, რომელიც დას. საქართველოში თითქმის ბოლო დრომდე იყო შემორჩენილი.
ურარტული წარწერებიდან ცნობილია, რომ სპორტულ შეჯიბრებებში მეფეებიც კი მონაწილეობდნენ, ასე ყოფილა ურარტუს მეზობელ კოლხეთშიც,
ანტიკური ხანის კოლხეთში არსებობდნენ ისეთივე ათლეტები როგორებიც თანადროულ საბერძნეთში, ამაში დარწმუნების შესაძლებლობა მომეცა შარშან, კახეთში, მიუნხენის უნივერსიტეტის არქეოლოგიურ ექსპედიციაში, რომელსაც თანახელმძღვანელობდა ქართული არქეოლოგიის პატრიარქი - იულონ გაგოშიძე.
ქართული სპორტის ისტორიის შესახებ საუბრისას საქართველოს ისტორიის ამ დიდმა მესაიდუმლემ შენიშნა, რომ ვანსა და ფიჭვნარში მიკვლეულ იქნა სტრიგლოსები, ეს ბერძენი ათლეტების საყვარელი სავარჯიშო იარაღი იყო, რომელიც ტანის ზეთით გასაპოხად გამოიყენებოდა, ამის მოსმენისთანავე გვახსენდება ძველი ბერძენი ავტორის, ტიმონაქსის ცნობა, რომ კოლხეთში არსებობდა გიმნაზიუმებიც კი, სპორტდარბაზების ეს ანტიკური პროტოტიპები.
ისტორიკოსები და ეთნოგრაფები ქართული სპორტის ისტორიის შესახებ საუბრისას მეტწილად ეთნოგრაფიულ გადმონაშთებს ეყრდნობიან, შესაბამისად, ჭირს ზუსტად განისაზღვროს, თუ სპორტის კონკრეტულად რომელი სახეობები იყო გავრცელებული ძველ საქართველოში, მაგრამ ფილოსოფოსი თემისტიოსი, რომელმაც განათლება კოლხეთში, ფაზისის რიტორიკულ სკოლაში მიიღო, გვაწვდის პირდაპირ ცნობებს თუ სამხედრო აღზრდისსპორტის რომელი სახეობები იყო გავრცელებული ანტიკურ ხანაში კოლხეთის მიმდებარედ, ესენია: მშვილდოსნობა, შუბის ტყორცნა, და ჯირითი, ხოლო კოლხური სტრიგლოსები მიგვითითებენ, რომ ძველ საქართველოში ისეთივე ათლეტები არსებობდნენ, როგორნიც ძველ საბერძნეთში.
შემთხვევითი როდია რომ აქ მახვილის გამოყენებაზე არაფერი წერია, ანტიკურ ხანაში, განსხვავებით წინა ანტიკური პერიოდისა და შუა საუკუნეებისაგან საქართველოში მახვილი შედარებით იშვიათად გვხვდება, ქართული სამარხეული ძეგლებიდან მომდინარე მასალის მიხედვით ძირითადი იარაღი შუბი იყო.
არქეოლოგიურ მასალებს ემოწმება დედოფლის გორის სპილოს ძვლისაგან ნათალი ბანქოს დასტების ილუსტრაციებიც, სადაც მხედრების ძირითადი საბრძოლო იარაღი სწორედ შუბია.
ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი გვიამბობს იბერიელი უფლისწულის - რადამისტის შესახებ, რომელიც მისი გადმოცემით იყო მშობლიურ მეცნიერებებში განსწავლული, (patrias artes edoqtus) სპორტული აგებულების ახალგაზრდა, ტიპური კალოკაგათი ლამაზი სულით, ლამაზ სხეულში.
რომაელი ისტორიკოსი დიონი კი მოგვითხრობს, რომ რომში ჩასულმა ქართველმა მეფე ფარსმანმა, მისმა ვაჟმა და დიდებულებმა სამხედროსპორტული ვარჯიში მოაწყვეს, რომელსაც იმპერატორიც დაესწრო, ვარჯიშის შემდეგ იმპერატორს ცხენოსანი ფარსმანის ქანდაკება აღუმართავს ენაილონის ველზე.
საინტერესოა, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობებში ცურვასაც განსაკუთრებული ადგილი ეჭირა, თამარის ისტორიკოსი საგანგებოდ შენიშნავს, რომ დავით სოსლანი სპორტის სხვა სახეობებთან ერთად ცურვაშიც პირველობდა.
თამარის ისტორიკოსს დაცული აქვს ,,ბურთაობის" ერთი საოცარი აღწერილობაც, შამქორის ბრძოლის წინ თამარმა მოკავშირე მუსლიმ მმართველს - ამირ მირმანს ბრწყინვალე ნადიმი მოუწყო, ნადიმის შემდეგ ამირ მირმანის ამალას ტრაბახი დაუწყია, რომ მათი ხელმწიფის დარი მობურთალი დუნიაზე არ მოიძებნებოდა, ამის მოსმენისას თამარმა ბურთაობა ბრძანა, მოუწოდა ზაქარია და ივანე მხარგრძელებს, ჰერეთის ერისთავ გრიგოლსა და სხვებს, გუნდს სათავეში დავით სოსლანი ჩაუყენა, მოწინააღმდეგეთ კი ამირ მირმანი ხელმძღვანელობდა, სტუმრები თავგანწირვით თამაშობდნენ, ბურთაობას წყაროს გადმოცემით თამარიც დასწრებია, ამის გამო ძალიან ბევრს ცდილან მუსლიმები ,,თავის კარგად გაჩვენებას", მაგრამ გამარჯვება მაინც დავით სოსლანს დარჩენია.
ქართველი ფალავნების შესახებ სევდიან ისტორიას გვიყვება პლანო კარპინი, დამპყრობელ მონღოლთა ინიციატივით მოწყობილ ჭიდაობაზე ორ ქრისტიან ქართველს მონღოლთა ფალავნები დაუმრცხებიათ, მაგრამ ისე კი, რომ არცერთი მათგანი არ დაუზიანებიათ, ამის მიუხედავად მონღოლებს ამით თავი დამცირებულად უგვრძნიათ და გაღიზიანებულებს ქართველი ფალავნებისათვის მკლავები დაუმტვრევიათ.
სამეგრელოსა და აფხაზეთში განსაკუთრებული სპორტული მონაცემების ახალგაზრდებს ,,ალანებს" ეძახდნენ, სხვადასხვა ადგილას იმართებოდა ხოლმე სახალხო
სპორტული სანახაობა ,,ალანობა", რომელსაც საუკეთესო ალანი უნდა გამოევლინა ჭიდაობაში, ცეკვა -თამაშსა თუ ჯირითში. სოფელ რეფში ალანურობას ხელმძღვანელობდა მღვდელი ალექსანდრე რურუა. გადმოგვცემენ, რომ ერთ-ერთ ალანობაზე მღვდელს უთქვამს „ვინც დღეს დაიმსახურებს ალანობას, იმას ჩემს ქალიშვილს მივათხოვებო". იმ დღეს ალანის წოდება და მღვდლის სიძეობაც ვინმე თარასხანს რგებია წილად.
სპორტული ტრადიციების არსი საქართველოში მხოლოდ უხეში ფიზიკური ძალის გაფეტიშება არ ყოფილა, ძველ საქართველოში განსაკუთრებული ფიზიკური ძალის მქონე პიროვნების აღმნიშვნელად იხმარებოდა ,,ქველი", რომელიც ამავდროულად გულკეთილის, მოწყალის მნიშვნელობასაც ატარებდა, სიმპტომატურია, რომ ქართული ,,ქველი" (ანტიკური კალოკაგათიის ადექვატი), გულისხმობს პიროვნებას არა მხოლოდ ჯანსაღი სხეულით, არამედ ჯანსაღი სულითაც,
სპორტული აღზრდა თვითმიზანი როდია, ძალ-ღონე მხოლოდ სიკეთის სამსახურში ამართლებს თავს, ასეთი ჩანს ძველი ქართული სპორტული აღზრდის ფილოსოფია.

---

In antique world, in the best case, training of body - physical training should be merged with spiritual training - philosophy (the famous principle of kalokagathia), so it is not surprising that famous Plato was not only Olympic champion, but trained the students in his academy both in philosophy and sports.
Georgia of antique age was part of civilized world of that time, so the traditions of physical upbringing existed in our country too. Till recent times, folk sports performance "kuruli" was preserved in Samegrelo; its participants, strong and stately guys were fighting with untamed bulls, trying to subdue them; obviously, it is not surprising that, upon arrival to Colchis, Jason was given exactly the same task. In Apollonius words, legendary king of Colchis - Aeetes was doing the same to prove that he was unrivaled young man; apparently, here we have to deal with oldest Georgian sports event, which had survived in west Georgia almost up to recent times.
From Urartu inscriptions it is known, that even kings were taking part in sports competitions; it was the case in the neighboring country of Urartu - Colchis too.
The same type of athletes existed in Colchis of ancient epoch as in Greece of the same period - I had the opportunity to get convinced in it last year in Kakheti, in archeological expedition of Munich University, guided by the patriarch of Georgian archeology - Iulon Gagoshidze.
When talking about the history of Georgian sport, this great secret-keeper of the history of Georgia mentioned, that striglosses were discovered in Vani and Pichvnari; it was a favorite training instrument of Greek athletes, used for lubrication of body with oil; when listening to it, we remember the information of old Greek author, Timonax, saying that even gymnasiums - antique prototypes of sports gyms - existed in Colchis.
When speaking about the history of Georgian sports, historians and ethnographers mostly refer to ethnographic relics, consequently, it is hard to accurately define which sports were spread in ancient Georgia; however, philosopher Themistius, who got education in Colchis, in Phasis school of rhetoric, provides direct information on which types of military upbringing/sports were spread in antique epoch near Colchis; these are: archery, javelin throwing and horsemanship, and Colchian striglosses indicate, that the same types of athletes existed in ancient Georgia as in ancient Greece.
It is not accidental that nothing is written about the use of sword; in antique age, unlike pre-antique period and Middle Ages, we meet sword relatively rarely; according to the materials, coming from Georgian burial monuments, the main weapon was spear.
Illustrations of the decks of ivory cards from Dedoplis Gora, where exactly the spear is the main battle weapon, are consistent with the archeological materials.
Roman historian of the 1st century A.D. Tacitus retells about Iberian prince - Rhadamistus, who, in his words, was a young man, educated in native sciences (patrias artes edoqtus), having athletic body, typical kalokagathian, with nice soul in nice body; and Roman historian Dio retells, that Georgian king Parsman, his son and nobles, who arrived in Rome, organized military/sports training, which was attended by the Emperor too. After training, the Emperor erected the sculpture of Parsman, riding the horse, on Enealo field.
It is interesting, that among various sports, swimming held special place; Tamars historian explicitly mentioned, that alongside other sports, David Soslan was the best in swimming. Tamars historian also preserved one amazing description on "burtaoba" (playing ball); prior to commencement of Shamkori battle, Tamar organized outstanding feast for her alley - Amir Mirman; after the feast, Amir Mirmans retinue started to boast that their ruler was the best ballplayer all over the world; when hearing it, Tamar ordered to start playing "burtaoba", called Zakaria and Ivane Mkhargrdzelis, ruler of Hereti Grigol and others; she appointed David Soslan the leader of the team; and rivals leader was Amir Mirman. The guests were playing with all might; according to the source, Tamar attended "burtaoba" and, for this reason, Muslims did their best to "show themselves well", but still, David Soslan won. Sad story about Georgian wrestlers is told by Plano Carpini - during the wrestling competition, organized on the initiative of Mongol conquerors, two Christian Georgians defeated Mongols wrestlers, however, they didnt cause any injury to them. Nevertheless, it made Mongols feel humiliated and they, irritated, broke Georgian wrestlers arms.
In Samegrelo and Abkhazia, young people with outstanding sports talent were referred to as "Alans"; sports performance "Alanoba", which was held in various areas, had to reveal the best Alan in wrestling, dancing and horsemanship. In Repi village, Alanoba was leaded by priest Alexandre Rurua. According to narration, during one of the Alanoba the priest said: "I will marry my daughter to the man, who will earn Alanoba today". That day, some Taraskhan earned the title of Alan and he became the priests son-in-law.
The idea of sports tradition in Georgia was not just making the fetish of rough physical power; the word "kveli" was used in old Georgia to denote the person, having outstanding physical power; this word, at the same time, had the meaning of kind, gracious; it is symptomatic, that Georgian "kveli" (adequate of antique kalokagathia) implies a person, who has not only healthy body, but also healthy soul.

Physical upbringing is not the end in itself; strength and power is justified only when it serves for good - this is what the philosophy of Georgian physical upbringing looks like.

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა