რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

1991 წლის 22 დეკემბერი - ქართველი ხალხის ეროვნული სირცხვილი

12.22.2020 | 13:31 ნახვები: 1161

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ერთი შეხედვით, 1991 წლის 22 დეკემბერი წარსულს ჩაბარდა და დღეს უკვე იმდენად აქტუალური არაა, როგორც თუნდაც 10-15 წლის წინ იყო.
ბოლო წლებში 22 დეკემბერი ისე მოდის და ისე მიდის, რომ ეს დაწყევლილი დღე თითქმის არავის ახსენდება,.. ალბათ იმიტომ, რომ ამ ეროვნული სირცხვილის გახსენება არავის სურს.
ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ ამ საკითხზე საყოველთაო კონსენსუსი ჩამოყალიბდა, თუმცა, სინამდვილეში ეს ასე არაა.
რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი დღეს, 29 წლის შემდეგ? ბოლოს და ბოლოს რა მნიშვნელობა აქვს ვინ და როგორ აფასებს წლების წინანდელ ეროვნულ კატასტროფას?
ეს მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ ამ თემაში, სხვებზე გაცილებით უფრო გამოკვეთილად, ქართული მენტალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და მავნე თვისება ჩანს.
საუბარია პრინციპზე, რომლის მიხედვითაც ჩვენ არასდროს არაფერში არ ვართ დამნაშავე, და თუ ქვეყანაში რაღაცა ცუდი ხდება - ყოველთვის ვიღაცა სხვაა დამნაშავე, ოღონდ არა ქართველები, როგორც ერი და სოციუმი.
ყოველთვის, ყველაფერი ცუდი, ვიღაცის ან რაღაცის, მოკლედ სხვისი ბრალია - გლობალური შეთქმულების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მასონების, პუტინის, რუსეთის, ნაცების, ქოცების... ერთი სიტყვით, ვინც გინდათ ისაა დამნაშავე, ქართველი ხალხის გარდა. ერი ყოველთვის კრისტალურად სუფთაა, ოღონდ რატომღაც ყველა მატყუარას უსიტყვოდ უჯერებს.
ეს მნიშვნელოვანი საკითხია, თუნდაც იმიტომ, რომ დაავადების მკურნალობას ზუსტი დიაგნოზის დასმა უნდა. ერი, რომელიც ყველაფერში ვიღაცა სხვას ადანაშაულებს, შესაბამისად, არასწორ დიაგნოზს სვამს და წამალიც, როგორც წესი, არაეფექტურია. ამის დასტურს ჩვენ 30 წელია ვუყურებთ..
საქართველოში დღესაც არ არსებობს ერთიანი აზრი 22 დეკემბრის მოვლენებზე. რა იყო ეს? იყო თუ არა ეს სამოქალაქო ომი, თუ საქმე სხვა რამესთან გვქონდა?
საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი აცხადებს, რომ 1991 წელს საქართველოში არა სამოქალაქო ომი, არამედ რუსული აგრესია დაიწყო, რომ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ათასობით ქართველი საკუთარი ერის განწყობილებებს სულაც არ გამოხატავდა, და საერთოდ, ძირითადად რუსები ომობდნენ.
როგორც ყოველთვის - ქართველი ხალხი არ შეიძლება რამეში იყოს დამნაშავე. ყოველთვის საქმე ვიღაცა სხვაშია.
სინამდვილეში 1991 წლის 22 დეკემბერს საქართველოში დაიწყო კლასიკური, ქრესტომატიული სამოქალაქო ომი. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ვინ რა დაგეგმა, ვინ ვის აქეზებდა და ხელს უწყობდა.
მოსკოვი რომ ქართველების ნებისმიერ შიდააშლილობას მხარს დაუჭერდა - არც მოულოდნელია და არც წარმოუდგენელი.
მაგრამ ვინც არ უნდა იყოს მანიპულატორი და თოჯინებს მბრძანებელი, ომი, სადაც ფრონტის ორივე მხარეზე ერთი ქვეყნის და ერთი ერის წარმომადგენელია - სამოქალაქოა და სხვა აზრი ამ საკითხზე არის უბრალოდ თავის მოტყუებაა.
ომი გამსახურდიას მომხრეთა და მოწინაამღდეგეთა შორის, დიდი თუ მცირე პაუზებით, 2 წელი გაგრძელდა. ომში მონაწილეობდა ათასობით ქართველი - სრულიად ნებაყოფლობით, გენადი ბურბულისის თუ რომელიმე სხვა რუსი მაღალჩინოსნის მხრიდან ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.
საზოგადოებაც ორად გაიყო. დღეს ყველას ახსოვს „ზვიადისტების" მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, თუმცა, არავის არ სურს გაიხსენოს არანაკლებად ხალხმრავალი მიტინგები, რომლებსაც 1991 წლს ოქტომბერ-დეკემბერში ოპოზიცია აწყობდა.
22 დეკემბერი არ იყო უბრალოდ „რუსების მიერ შეყრილი 300 კაცის მიერ მოწყობილი გადატრიალება" - ასე რომ ყოფილიყო, ომი 2 წელი არ გაგრძელდებოდა.
არავის არ სურს რეალობის გახსენება, რომელიც იმ დროს იყო - ოჯახებიც კი გაიყო - ერთი ძმა გვარდიელი - მეორე - ზვიადისტი და ეს იშვიათი გამონაკლისი სულაც არ ყოფილა.
ომის მასშტაბებზე ისიც მეტყველებს, რომ მთელი რეგიონები გადადიოდა ხელიდან ხელში - და ამ დროს არავითარი რუსი მედესანტეები არავის უნახია.
დღეს ბევრ ლეგენდას გაიგონებთ ომში რუსების მონაწილეობის თაობაზე, თუმცა ეს ყველაფერი ასევე თავის მართლებაა. რუსები ამ ომში მხოლოდ ბოლო 2 კვირაში გამოჩნდნენ, მაშინ, როდესაც შეიარაღებული დაპირისპირება სრულ ჩიხში შევიდა და ბოლომე გამარჯვების შანსი არც ერთ მხარეს არ ჰქონდა.
1991-1993 წლებს ომი მკვეთრად განსხვავდებოდა, მაგალითად, აღმოსავლეთ უკრაინის ომისგან, სადაც რუსები მონაწილეობას მასობრივად და დაუფარავად იღებდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, ეჭვგარეშეა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაშიც კი, შეირაღებული დაპირისპირების საფუძველი სწორედაც საზოგადოების ღრმა გაყოფაა.
კარგად მესმის, რომ დღეს რუსებისთვის ყველაფერის გადაბრალება თავის მართლების ერთ-ერთი ფორმაა. ისიც მესმის, რატომ არ აღიარებს არავინ, რომ ხუნტაც არ მოსულა ჰაერიდან, და რაოდენ უხერხულიც არ უნდა იყოს დღეს ამის გახსენება, ის საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობა.
ისიც მესმის, დღეს რატომ აღმოჩნდა ყველა ზვიადისტი, და „სახელმწიფო საბჭოს" მხარდაჭერას არავინ ხმამაღლა არ აღიარებს - ეს კი მცდარ წარმოდგენას ქმნის 29 წლის წინანდელ მოვლენებზე.
სრულიად არ მერიდება იმის აღიარება, რომ ხუნტას მხარდამჭერი ვიყავი. არ მერიდება იმიტომ რომ 20 წლის ვიყავი, ახალგაზრდა და გამოუცდელი.
არც იმის უარყოფას დავიწყებ, რომ ზვიად გამსახურდია სრულიად უვარგისი პრეზიდენტი იყო, რომელსაც დაძაბულობის განმუხტვისთვის არაფერი გაუკეთებია, და პირიქით, ყველანაირ გამწვავებაზე მიდიოდა.
1991 -1993 წლებში ქართველები ესროდნენ ქართველებს. არავითარი რუსი მედესანტეები იქ არ იყვნენ, ყოველ შეთხვევაში იმ რაოდენობით, რომ ამას რაიმე გავლენა მოეხდინა ომის მიმდინარეობაზე.
ვინც არ უნდა ყოფილიყო მანიპულატორი ან წამქეზებელი - ეს ომი ქართველებმა გააჩაღეს, და მასში ქართველები მონაწილეობდნენ.
რაც არ უნდა „გააპრავონ" საკუთარი ერი ულტრა-პატრიოტებმა - ქართველი ხალხი ამ ლაქას ვერასდროს ვერ ჩამოირეცხავს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა