კაია კალასი - “ქართული ოცნების” მიერ დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმე ხდება
რადოსლავ სიკორსკი - შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს
დენის შმიგალი უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
Shmyhal resigns as Ukraine's PM
ლევან ხაბეიშვილი - კობახიძემ, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რიჟვაძის მკვლელობის მცდელობის დღეს ადგილზე იყვნენ თუ არა „შს“ მინისტრი და მამუკა მდინარაძე
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებული ვარ
თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსა და კაია კალასს - სტრატეგიული მოთმინების დრო ამოიწურა

თენგიზ აბლოთია: შავი ჭირის ეპიდემია - "მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე"

14.05.2025 ნახვები: 863

ბევრ ქოც-რეგვენოლოგს არ ესმის რა კავშირია პოლიტიკურ განუკითხაობას და ყოფით მკვლელობებს შორის - რა შუაში არისო, ეს ხომ ყოველთვის ხდებოდა.

კი, საქართველოში ასეთი უაზრო მკვლელობები ყოველთვის ხდებოდა, და ეს ქოცების ბრალი არაა. მაგრამ ქოციანონის დროსაც კი არსებობდა შედარებით მშვიდი პერიოდები, როდესაც არქიპოს სიგიჟე შედარებით კონტროლირებად ფორმებში იყო და ამ დროს მკვლელობების რაოდენობა მცირდებოდა.

მიზეზი - ზოგადად ატმოსფერო იყო ქვეყანაში მშვიდი.

ასევე, ბევრ რეგვენს არ ესმის კავშირი ყოფით აგრესიას და ქურდულ გაგებას შორის. ამბობებ - ეს რა შუაშია? ქურდები ხომ პირიქით, აკონტროლებენ ახალგაზრდებს და კონფლიქტებს აგვარებენ!!

ამაში არის სიმართლია მარცვალი - ვიცი შემთხვევები, როდესაც "შავების" ჩარევამ მოზარდებს შორის შეტაკება შეაჩერა.

თუმცა, აი ამ აგრესიას, რომელსაც ქუდრული "ებრძვის", მეორე ხელით თავადვე ქურდული წარმოშობს - შავი გაგების მთავარი პრინციპია - არავის არაფერი არ უნდა შეარჩინო და საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის ყველას ყველაფერზე პასუხი უნდა მოსთხოვო.

შემდეგ ეს აზროვნების წესი იწყებს დომინირებას, გადადის რიგით ადამიანებში. შედეგად ვიღებთ საქართველოს ყველაზე დიდ პრობლემას, უკურნებელ სიმსივნეს, შავი ჭირის ეპიდემიას - "შელაპარაკების ნიადაგზე მკვლელობა"-ს.

დაუბრუნდეთ პოლიტიკას. ბმული პოლიტიკურ "ბესპრედელს" და უბნებში აგრესიის მატებას შორის, არაპირდაპირია, მაგრამ ცხადი.

ხელისუფლება იყენებს შავ სამყაროს პოლიტიკურ მიზნებში, ამის სანაცვლოდ მიდის მასთან გარკვეულ დათმობაზე.

უნდა ვიყოთ ობიექტურები და ვაღიაროთ - "დათმობა" არ გულისხმობს რეალურ კრიმინალს - ყაჩაღობას, რეკეტს, და ა.შ. ამისთვის რა ტიტუშკაც არ უნდა იყო - დაისჯები.

მაგრამ სხვა რამეში - თავისუფალი ხარ - უბანში "პალაჟენია", რაღაც წვრილფეხა "რაზორკები", და რაც მთავარია - დომინირება ქუჩაში.

ქუჩა ისევ "გაშავდა". ამის შედეგად "შავ" გაგებაზე გადადის გაუნათლებელი და არამყარი ახალგაზრდების უმრავლესობა. ისევ ძალაშია პრინცპირი "არავის არაფერი არ უნდა შეარჩინო".

შემდეგი, საბოლოო ბმული მარტივია - შავებს უჭირავთ "პალაჟენია", ბიჭები უბრუნდებიან "შავ" აზროვნებას, შავი გაგების წყალობით მატულობს ყოფითი აგრესია, არავინ არავის არაფერს არ პატიობს და შედეგად - "შელაპარაკების ნიადაგზე" მკვლელობების ნახტომისებრი ზრდა.

ეს არაა კრიმინალი, ქოცები არ იტყუებიან - აშკარა კრიმინალის კუთხით საქართველო დღესაც უსაფრთოა. 

"შავი გაგების" და მასთან დაკავშირებული ყოფითი აგრესიის ზრდა - ერის გახწნის, და დეგრადირების ნიშანია.

და ეს პირდაპირ ეხება ყველას, ვისი შვილიც სწავლობს საჯარო სკოლაში, ცხოვრობს ჩვეულებრივ, "არაელიტარულ" სახლში, და დადის დიდი დაცვის გარეშე,

ქოც-ნახირს ნუ ექნება რწმენა რომ მათ ეს არ შეეხებათ. შეეხებათ, ისე, როგორც გუშინ შეეხო "იმედის" თანამშრომელს.

თენგიზ აბლოთია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა