აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა
ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს სახელწოდებით: „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“
აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავს დაარტყა, დაიღუპა 2 ადამიანი
არჩილ იაკობაშვილი: სურსათზე მაღალი ფასნამატს მიზეზეი - რუსეთზე დამოკიდებულება
გგიორგი ვაშაძე - რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია
გიორგი ვაშაძე - ჩავრთე ტელევიზორი და გამოაცხადეს, რომ 15-წლიანი მუხლით მემუქრებიან
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირმა წარმატებით მოახერხა აშშ-თან თანამშრომლობა გრენლანდიასთან დაკავშირებით მტკიცე პოზიციის შენარჩუნებით
დონალდ ტრამპი - პუტინსაც და ზელენსკისაც ომის დასრულება სურთ

დონალდ ტრამპი - ნატო-ში ვაგზავნით შეიარაღებას, რომელსაც ნატო უკრაინას გადასცემს

11.07.2025 ნახვები: 396

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება დადო ნატო-სთან ამერიკული შეიარაღების უკრაინაში ალიანსის მეშვეობით მიწოდების შესახებ. ამის შესახებ ტრამპმა „ენბისისთვის“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც ამერიკის პრეზიდენტმა განმარტა, ამერიკული შეიარაღების თანხას სრულად ალიანსი გადაიხდის.

„ნატო 100%-ით აფინანსებს ამ იარაღს. რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ ვაგზავნით შეიარაღებას ნატო-ში და შემდეგ ნატო ამ იარაღს უკრაინას გადასცემს. ალიანსი ამ შეიარაღების სრულ ღირებულებას აანაზღაურებს. ვაგზავნით „პეტრიოტებს“ ნატო-ში, შემდეგ ნატო მათ გაანაწილებს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირას რუსეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

„იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ ვნახავთ, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირაში. ვფიქრობ, ორშაბათს მნიშვნელოვან განცხადებას გავაკეთებ რუსეთის შესახებ“, – განაცხადა ტრამპმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა