მეუფე გრიგოლი - მშვიდობა იზეიმებს
EU to impose new sanctions over Russia’s abduction of Ukrainian children
Russia has no right to appoint EU negotiator – Kallas
War update: 180 combat engagements over past day
Russia loses 920 troops, 76 artillery systems in war against Ukraine over past day
Ukraine records dozens of hantavirus cases each year – Public Health Center
Zelensky says Putin signals readiness for meetings
Ukraine, Norway agree on joint production of 155 mm artillery shells – Zelensky

თამარ ჩერგოლეიშვილი - ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“

11.07.2025 ნახვები: 473

მინდა, ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“, – ამის შესახებ „ფედრეალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„სათნო ვირეშმაკა – ბადრი ჯაფარიძის დეფინიცია. ეპითეტი იქით იყოს და…. მე მინდა, ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“. აი, ამ კონკრეტულმა სიმართლემ გაუნათოს გზა და გვეყოფა კოლაბორანტების ჩასარეცხად“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ 4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება. ეს არის ბრძოლის ველი, სადაც, ქართველ ხალხთან ერთად, ბრძოლით შესვლა გადავწყვიტეთ. ბოიკოტს რაც შეეხება, ჩვენი პოზიციაც ეს იყო და ამიტომ სრულიად ვეთანხმებით მას, რომ ბოიკოტი ავტორიტარული რეჟიმების დროს წინასწარ განწირულია მარცხისთვის და ვერ შედგება“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა