60 წელს ზევით მომხმარებელთა შესაძლო თაღლითური სქემებისგან დაცვის მიზნით, ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით მოთხოვნებს ამკაცრებს
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსი მიანიჭა
FT: ევროკავშირი უნგრეთისთვის €35 მილიარდის განბლოკვის ნაცვლად რეფორმების გატარებას ითხოვს
ლევან იოსელიანი მაიკლ ო’ფლაერტთან შეხვედრაზე - დაისვა შეკითხვები, არიან თუ არა პასუხისგებაში მიცემული პირები, რომლებიც ადამიანების ცემაში მონაწილეობდნენ
პროკურატურა - კოდაში, ურთიერთშელაპარაკებისას, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ბეტონის საფარის მიმართულებით - სავარაუდოდ, ბეტონის ანასხლეტით ერთმა პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო
ვიქტორ ორბანი ოპოზიციაში მიდის
საია-მ საარჩევნო კოდექსის რეგულაცია, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების შენობებში საარჩევნო უბნების გახსნას კრძალავს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას რუსული დარტყმებისგან თავის დასაცავად შეიარაღების საკმარისი დონე გააჩნია

რობინ დანიგანი - ამერიკელი და ქართველი ხალხის კავშირი გაუტეხელია, საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია

15.07.2025 ნახვები: 456

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი. დიდი მადლობა და შეხვედრამდე! - ამის შესახებ აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

დანიგანი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია, ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი კი, გაუტეხელია.

„მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით, რომ დაგემშვიდობოთ და მადლობა გადაგიხადოთ. ჩემი 33-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო არასოდეს შევხვედრივარ ქართველებივით თბილ, სტუმართმოყვარე და დიდსულოვან ხალხს. მადლობა, რომ გაგვიღეთ თქვენი გულისა და სახლის კარი მე და ჩემს ოჯახს. მადლობა, რომ გამიზიარეთ თქვენი გულითადი სადღეგრძელოები და გემრიელი სუფრა, თქვენი დიდებული პოლიფონიური სიმღერა და თქვენი უნიკალური კულტურა. ჩვენ მოვიარეთ ეს ულამაზესი ქვეყანა სვანეთიდან უშგულამდე, კახეთიდან თუშეთამდე და თბილისის ყველა კუთხის ჩათვლით და სადაც არ უნდა წავსულიყავით, ყველგან საკუთარი ოჯახივით გვიღებდნენ. განცვიფრებულები ვართ თქვენი გულუხვი სტუმართმოყვარეობით.

ვიცი, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია და ვიცი, რომ საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია. ერთად მუშაობით, ვიცი, რომ ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია. საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი. დიდი მადლობა და შეხვედრამდე!“- განაცხადა რობინ დანიგანმა.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა 5 ივნისს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, მიიღო პირადი გადაწყვეტილება, რომ დიპლომატიურ საქმიანობას ჩამოშორდეს და პენსიაზე გავიდეს. როგორც დანიგანმა აღნიშნა, მისი გაწვევა აშშ-ის მთავრობას არ მოუთხოვია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა