მიხეილ სააკაშვილი პროცესზე - ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი
გიგა ავალიანის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ
Russian forces lose 980 personnel, two air defense systems in Ukraine over past day
Ukrainian National Guard wipes out Russian assault company near Pokrovsk
Ukraine’s border guards hit Russian transport, communications on southern axis
EU considers including Ukraine's membership in peace agreement – Bloomberg
Kremlin planning to use “pacifists” for anti-Ukrainian actions at Munich Conference – DIU
Ukraine to sign agreement with Moldova on repatriation of unaccompanied children

ლევან ხაბეიშვილი - კობახიძემ, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რიჟვაძის მკვლელობის მცდელობის დღეს ადგილზე იყვნენ თუ არა „შს“ მინისტრი და მამუკა მდინარაძე

15.07.2025 ნახვები: 435

„კაგებეს“ მოტივებზე, „გრუს“ აგენტურის გარემოცვაში აღზრდილმა, გავრილოვის ღამის შემოქმედმა, პრემიერად წოდებულმა კობახიძემ, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რიჟვაძის მკვლელობის მცდელობის დღეს ადგილზე იყვნენ თუ არა „შს“ მინისტრი და მამუკა მდინარაძე ან ყოფილი თანამდებობის პირები?! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილის თქმითვე, „კვირაზე მეტი გავიდა და საზოგადოებას არ აქვს პასუხი - ვინ იყო მკვლელობის მცდელობის დღეს თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრაზე“.

„კაგებეს“ მოტივებზე, „გრუს“ აგენტურის გარემოცვაში აღზრდილმა, გავრილოვის ღამის შემოქმედმა, პრემიერად წოდებულმა კობახიძემ, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რიჟვაძის მკვლელობის მცდელობის დღეს, ადგილზე იყვნენ თუ არა „შს“ მინისტრი და მამუკა მდინარაძე, ან ყოფილი თანამდებობის პირები?!

მის კისერზეა ამ „ბესპრიძელშიკური“ გარჩევის დაგეგმვა და შემდეგ განვითარებული მოვლენები!

კვირაზე მეტი გავიდა და საზოგადოებას არ აქვს პასუხი - ვინ იყო მკვლელობის მცდელობის დღეს რიჟვაძესთან შეხვედრაზე! - გუშინდელი ბუტბუტი და მდინარაძის გამოგორება არასაკმარისია!

არაფორმალური დაჯგუფების, შეიარაღებული ბანდფორმირების შექმნა, რომლის მეთაურიც არის მამუკა მდინარაძე, დააორგანიზა ირაკლი კობახიძემ!

ირაკლი კობახიძის ნებართვითა და მითითებით, ივანიშვილის საამებლად აწამეს ბაჩიაშვილი და მოამზადეს მისი მკვლელობა. ბაჩიაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და ნებისმიერ დროს, იმავე სცენარით შესაძლოა უბრალოდ ფიზიკურად გაანადგურონ დამწყვდეული ადამიანი!

სერიული მკვლელები არიან ხელისუფლებაში და მათი „ბოსიც“ აბსოლუტური შლეგი, რუსი ოლიგარქია, რომელსაც მხოლოდ ფული აინტერესებს!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა