Reuters - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო
ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს - ვამპირს ეშინია დღის სინათლის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს
კაია კალასი - აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს - მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
შსს - კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
Reuters - ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ აიღო
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები
თენგიზ აბლოთია: ქოციზმის ნათელი გამოვლინება - ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს
ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა

მარგუს ცაჰკნა - საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებით, რუსეთმა ნათლად აჩვენა თავისი აგრესიულობა და სურვილი, რომ თავის იმპერიულ წარსულს ჩაეჭიდოს

07.08.2025 ნახვები: 427

დღეს ესტონეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს, - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ამ დღეს, 17 წლის წინ, საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებით, რუსეთმა ნათლად აჩვენა თავისი აგრესიულობა და სურვილი, რომ თავის იმპერიულ წარსულს ჩაეჭიდოს. დღეს ესტონეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ჩვენ არც დავივიწყებთ და არც არასდროს ვაღიარებთ მისი ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციას“, - წერს მარგუს ცაჰკნა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა