მიხეილ სააკაშვილი პროცესზე - ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი
გიგა ავალიანის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ
Russian forces lose 980 personnel, two air defense systems in Ukraine over past day
Ukrainian National Guard wipes out Russian assault company near Pokrovsk
Ukraine’s border guards hit Russian transport, communications on southern axis
EU considers including Ukraine's membership in peace agreement – Bloomberg
Kremlin planning to use “pacifists” for anti-Ukrainian actions at Munich Conference – DIU
Ukraine to sign agreement with Moldova on repatriation of unaccompanied children

თინა ბოკუჩავა - დემონსტრაციული თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეზე მიზნად ისახავს, დაშინებას

03.10.2025 ნახვები: 442

ამგვარი დემონსტრაციული, ძალადობრივი თავდასხმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეზე, რომელიც ასევე, ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდაა ზოგადად საპროტესტო მოძრაობაში ივანიშვილს რეჟიმის წინააღმდეგ, მიზნად ისახავს ახალგაზრდების და ამავდროულად მათი მშობლების დაშინებას, რომ რეჟიმმა ამგვარი ძალადობით მშობლებს აიძულოს, რომ თავიანთი შვილები ხვალ რუსთაველის გამზირზე კი არ გაუშვან საქართველოს ეროვნული დროშის დასაცავად, არამედ სახლებში დატოვონ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ "ინტერპრესნიუსთან" მეტეხის ხიდთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მოქალაქეებს 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შვილების დასაცავად სწორედ ბრძოლა არის საჭირო.

"მე როგორც სამი შვილის დედას, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი შვილების დაცვის ერთადერთი გზა სინამდვილეში არის ბრძოლა. მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლით შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი შვილები. მე ეს გამოვლილი მაქვს და მერწმუნეთ, რომ ერთადერთი გზა არის სიმართლე და ამ სიმართლით ბრძოლა, ამიტომ ხვალ ყველას გელოდებით რუსთაველის გამზირზე.

მოლოდინი მაქვს, რომ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა რუსთაველზე, მოლოდინი მაქვს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ამ ბანდიტური ქმედებებით ვერ შეაშინებს ამ ახალგაზრდებს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ჩვენ უნდა გამოვიდეთ რუსთაველის გამზირზე ჩვენი შვილების დასაცავად", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომელიც ახლა კლინიკა "ჰერსიკორში" იმყოფება, სადაც იგორ ნარმანია არის გადაყვანილი.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულს, პარტიის წევრების თქმით, ის ახლა კვლევებს იტარებს და ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა