მეუფე ზენონი - ყველა თავისი სინდისით ირჩევს საქართველოს ეკლესიის მომავალს
მეუფე გრიგოლი - მშვიდობა იზეიმებს
EU to impose new sanctions over Russia’s abduction of Ukrainian children
Russia has no right to appoint EU negotiator – Kallas
War update: 180 combat engagements over past day
Russia loses 920 troops, 76 artillery systems in war against Ukraine over past day
Ukraine records dozens of hantavirus cases each year – Public Health Center
Zelensky says Putin signals readiness for meetings

ევროკავშირის ელჩი - გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს

04.11.2025 ნახვები: 471

გაფართოების ანგარიში საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საქართველომ კანდიდატის სტატუსიც დაკარგოს.

„ევროკავშირის გაფართოება იმ ქვეყნების ნებაყოფლობით განაცხადს ეფუძნება, რომელთაც გაწევრიანება სურთ. ამის შემდეგ გადაწყვეტილება თავად ევროკავშირმა უნდა მიიღოს, განაცხადთან დაკავშირებით. როგორც ევროკავშირმა, ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ. 2023 წლის დეკემბერში, ჩემი პროფესიული კარიერის ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ დღეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ის, რაც ამ მომენტის შემდეგ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხდება სერიოზული უკუსვლაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელ ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. გაფართოების ანგარიში სრულიად ნათელია. უკუსვლა არსებობს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში, ასევე, იმ პრინციპებთან დაკავშირებით, რომელზეც თავად ევროკავშირია დაფუძნებული“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, „ეს გაფართოების ანგარიში საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს“.

„თუ თქვენ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ სერიოზულად ხართ განწყობილი, მაშინ კურსი უნდა შეცვალოთ. ევროკავშირში გაწევრიანების ტრაექტორიაზე უნდა დაბრუნდეთ. ამის შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში ნათლად არის ნათქვამი და ეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას წარმოადგენს. ჩვენ აქ ვართ, არსად არ მივდივართ, გელოდებით, ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ, თავისი ხელისუფლებით, უნდა გაიაროს. ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება. ეს ძალიან მკაცრი, გამანადგურებელი ანგარიში გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს. გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს“, - აცხადებს ელჩი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა