რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

„ტრიუკების ოსტატი" შუშის სასახლიდან

01.12.2021 | 13:03 ნახვები: 865

პირველი კითხვა, რომელიც გაჩნდა იმის შემდეგ რაც ეს მოხვდა - „რაში დასჭირდა? კიდევ რა ვირეშმაკობა ჩაიფიქრა?".
შესაძლოა, ეს კითხვა უადგილოა და ზოგჯერ ადამიანების სწორად ყოველგვარი მზაკვრული ჩანაფიქრების გარეშე იქცევიან. იქნებ ეს ჩვენ გვაქვს გონება იმდენად გადაბრუნებული, რომ ყველაფერში ორმაგ აზრს და შეთქმულებას ვხედავთ?
თუმცა, ფაქტია, რომ დღეს, აქ, ჩვენს რეალობაში და მოცემულობაში, თითქმის არავის, არც მტერს, და არც მოყვარეს, არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად, სამუდამოდ წავიდა პოლიტიკიდან. ნამდვილად წავიდა და არა - გადაინაცვლა ჩრდილში.
შესაძლოა, ჩვენ ვცდებით, თუმცა, ივანიშვილის 8-წლიანმა მმართველობამ კარგად გვასწავლა ერთი რამ - არ დაუჯერო საკუთარ თვალებს - რასაც ხედავს, სინამდვილეში სულ სხვაგვარადაა.
ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნება" ამბობს - არის თაღლითობა, და რეალობის დაკორექტირება პროპაგანდის მიზნით. ეკონომიკური ზრდა, ვალუტის კურსი, ტარიფების შემცირება, კრიმინოგენული მდგომარეობის გაუმჯობესება, და ა.შ. - ამ ყველაფერში ჩვენ ციფრებითა და რიცხვებით ჟონგლირებას და რეალობის ჩანაცვლებას ვხედავთ.
კლასიკური შემთხვევაა - უმუშევრობის დონის სტატისტიკის გაუმჯობესება არა სამუშაო ადგილების ზრდით, არამედ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მაჩვენებლის შემცირების გზით. ანუ, დასაქმებულთა რაოდენობა არათუ არ გაიზარდა, არამედ შემცირდა - უბრალოდ ათვლის წერტილია სხვა - მთავრობისთვის უფრო ხელსაყრელი.
ასეა ყველაფერი, რაც „ქართულ ოცნებასთანაა" დაკავშირებული - ეს არაა ტყუილი პირდაპირი გაგებით, რიცხვები ფორმალურად სწორია, თუმცა, საკმარისია ოდნავ ჩაუღრმავდე - აშკარაა, რომ საქმე თაღლითობასთან გვაქვს.
იგივე შეიძლება ითქვას ბიძინას წასვლაზე.
2011 წელს, ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს, მან განაცხადა, რომ იქნება პრემიერ-მინისტრი 1 წლის მანძილზე, შემდეგ კი გადადგება. თუმცა, ეს არავინ დაიჯერა - ჩვენ ხომ საქართველოში ვართ და აქ ძალაუფლებას თავისი ნებით არავინ თმობს.
მაგრამ ადამიანები ერთსა და იგივე სიტყვაში ხშირად სხვადასხვა შინაარსს დებენ - ჩვენ, ანუ, სკეპტიკოსები, ცნებაში „მივდივარ პოლიტიკიდან" ერთ შინაარსს ვდებდით, ხოლო ბიძინა ივანიშვილი - სულ სხვას.
რას ნიშნავს რიგითი, ნორმალური ადამიანისთვის „პოლიტიკიდან წასვლა"? ეს არის „ტოვებ პოსტს, მიდიხარ პენსიაზე, არაფერში არ ერევი, ლექციებს კითხულობ, მემუარებს წერ, უცხოეთში მოგზაურობ".
ხოლო ბიძინა ივანიშვილისთვის ეს ნიშნავს „გადავდივარ ჩრდილში, ვიხსნი პასუხისმგებლობას, მოსაწყენ რუტინაში არ ვმონაწილეობ, თუმცა, ყველას და ყველაფერს ვაკონტროლებ და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თავად ვიღებ".
„ქართულ ოცნებად" წოდებული ჯოგის დისტანციური მართვის პირველი მცდელობა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩაფლავდა და ეს არც არის გასაკვირი - პირადი ერთგულების პრინციპით შერჩეული, არაფრის მაქნისი და უსაქმური მომსახურე პერსონალი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა. საბოლოო ჯამში მათ ერთად-ერთი გამოსავალი დარჩათ - „მამა-მარჩენალო, მოდი, გვიშველე, სანამ საბოლოოდ დაგვიხოცია ერთმანეთი".
ეს ექსპერიმენტის ლოგიკური დასასრული იყო ჯგუფისთვის, რომელშიც მოსახვედრად ერთად-ერთი აუცილებელი პირობაა პირადი ერთგულება და უპრინციპობა...
ჯერ კიდევ 90-ან წლებში ივანიშვილის მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლები მის ერთ თვისებას ყოველთვის ხაზს უსვამდნენ - „როგორც კი ის დაინახავს, რომ მის გარემოცვაში ვიღაცა იპარავს, იმავე წუთას აგდებს მას".
შესაძლოა, ეს სიმართლეც იყო, თუმცა, ამ ისტორიას გაგრძელებაც აქვს - ის გააგდებს ერთ თაღლითს და მის ნაცვლად მოჰყავს მეორე, ზუსტად ასეთივე თაღლითი. ასე ხდება მაშინ, როდესაც 6 მლრდ. დოლარის ქონების პატრონი საერთოდ ვერ ერკვევა ადამიანებში.
არის თუ არა იმის რეალური შანსი, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან მართლაც რეალურად, საბოლოოდ წავიდა?
ამის ალბათობა ძალიან მცირეა - მან ჩვენზე კარგად იცის, რა არარაობები შეიკრიბა ირგვლივ და ხვდება, რომ მისი რეალურად წასვლის შემთხვევაში „ქურდული ოცნება" მაქსიმუმ 1 წელიწადში დაიშლება ნაწილ-ნაწილ. ისიც იცის, რომ ამ შემთხვევაში მის შუშის სასახლეს აუცილებლად მოაკითხავენ არასასურველი სტუმრები..
დღეს ბიძინას წასვლისთვის არავითარი რეალური მიზეზი არ არსებობს. „ოცნებას" არაფერი ემუქრება, და ის საკმაოდ მყარადაა - რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, ამ ეტაპზე ის ივანიშვილისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.
ოპოზიცია სუსტია, მოსახლეობის უიმედოდ სძინავს, დასავლეთს კი საერთოდ არაფერი არ აინტერესებს საქართველოში მოჩვენებითი სიმშვიდის და სტაბილურობის გარდა.
მართალია, ხშირად ასეთი უძრაობა და აპატია სრულდება ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედნით და კითხვით „მოასწრეს თუ არა გაქცევას?", თუმცა, საზოგადოების საოცარი პასიურობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ეს უახლოეს წლებში არ მოხდება.
თუმცა, არის სხვა ფაქტორიც - ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ პოლიტიკაზე, ინტერესებზე და რაციონალიზმზე, თუმცა, ადამიანური ფაქტორიც არ უნდა დაგვავიწყდეს. ბიძინა ივანიშვილი ემოციური ადამიანია, და მას ხშირად სწორედ ემოციებით ნაკარნახევი ქმედებებიც ახასიათებს.
მისი ქცევის პროგნოზირება ლოგიკური ჯაჭვებით და მათემატიკური კანონზომიერებებით შეუძლებელია - არც ერთი რაციონალური ადამიანი არ წამოაყენებდა თბილისის მერის პოსტზე დავით ნარმანიას და პრეზიდენტად - სალომე ზურაბიშვილს.
ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ბიძინამ „მე-9" არხი ორჯერ დახურა - არა იმიტომ, რომ ტელევიზია არ სჭირდებოდა და არც იმიტომ, რომ ფული დაენანა, არამედ იმიტომ რომ მათ თავი მოაბეზრეს.
ამის ალბათობა საკმაოდ დაბალია, თუმცა, შესაძლებელია, რომ აქაც იგივე მოვლენასთვან გვქონდეს საქმე - შესაძლოა ივანიშვილის მის მიერ მოყვანილი იდიოტების მეურვეობა უბრალოდ მობეზრდა.
რა დგას მთელი ამ სანახაობის უკან - 1-2 თვეში რეალურად გამოჩნდება. არც ერთი ვარიანტის გამორიცხვა არ შეიძლება მაშინ, როდესაც საქმე ისეთ გამოცდილ შულერთან და „ტრიუკების" ოსტატთან გვაქს, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი.
ავტორი: თენგიზ აბლოთია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა