18 ივლისს, გეგე დადიანის რომანის „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ წარდგენა გაიმართება
მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნჰემი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა — ვინ არის დიდი ბრიტანეთის სავარაუდო მომავალი პრემიერ-მინისტრი?
ზურაბ ჩხაიძე: მურთაზ ზოდელავას მდგომარეობა სტაბილურია, ინსულტზე საუბარი არ არის
სააკაშვილი: მურთაზ ზოდელავამ ციხეში ორჯერ ინსულტი გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში „ვივამედში“ გადაიყვანეს
ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours

რუსეთის საგარეო უწყება - რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს

03.12.2025 ნახვები: 402

რუსეთი ამჟამად ვერ ხედავს წინაპირობებს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის, - ამის შესახებ რუსულ გამოცემა „იზვესტიას“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რადგან თბილისი სააკაშვილის რეჟიმის დროს გამოტახულ პოზიციას ინარჩუნებს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმასთან არის დაკავშირებული. ეს არარეალური მოთხოვნაა და საზიანოა თავად საქართველოსთვის. მოსკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილებები შეუქცევადია“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

თუმცა, უწყების მტკიცებით, რუსეთი ღიაა საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზებისთვის საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად იმ დონემდე, რამდენადაც თავად თბილისი იქნება ამისთვის მზად.

„ბურთი საქართველოს მხარესაა, რომელიც, ჩვენი აზრით, ამით სხვებზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა