მიხეილ სააკაშვილი პროცესზე - ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი
გიგა ავალიანის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ
Russian forces lose 980 personnel, two air defense systems in Ukraine over past day
Ukrainian National Guard wipes out Russian assault company near Pokrovsk
Ukraine’s border guards hit Russian transport, communications on southern axis
EU considers including Ukraine's membership in peace agreement – Bloomberg
Kremlin planning to use “pacifists” for anti-Ukrainian actions at Munich Conference – DIU
Ukraine to sign agreement with Moldova on repatriation of unaccompanied children

დონალდ ტრამპი - ოფიციალურად გადავედით ღაზის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შემდეგ ფაზაში

16.01.2026 ნახვები: 272

ჩვენ ოფიციალურად გადავედით ღაზის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შემდეგ ფაზაში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპის თქმით, როგორც მშვიდობის საბჭოს თავმჯდომარე, ის მხარს უჭერს პალესტინის ახლად დანიშნულ ტექნოკრატიულ მთავრობას.

„როგორც სტივ უიტკოფმა გამოაცხადა, ჩვენ ოფიციალურად გადავედით ღაზის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შემდეგ ფაზაში! ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ჩემმა გუნდმა ხელი შეუწყო ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების რეკორდული რაოდენობის მიწოდებას, ისტორიული სიჩქარითა და მასშტაბით. გაერო-მაც კი აღიარა ეს მიღწევა უპრეცედენტოდ. ამ შედეგებმა საფუძველი ჩაუყარა ამ შემდეგი ფაზის განვითარებას. როგორც მშვიდობის საბჭოს თავმჯდომარე, მე მხარს ვუჭერ პალესტინის ახლად დანიშნულ ტექნოკრატიულ მთავრობას, ღაზის ადმინისტრაციის ეროვნულ კომიტეტს, რომელსაც მხარს უჭერს საბჭოს უმაღლესი წარმომადგენელი, რათა ღაზა გარდამავალი პერიოდის განმავლობაში მართოს. ეს პალესტინელი ლიდერები ურყევად ერთგულნი არიან მშვიდობიანი მომავლის!“- წერს ტრამპი.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი წერს, რომ აშშ ეგვიპტის, თურქეთისა და კატარის მხარდაჭერით, უზრუნველყოფს „ჰამასთან“ დემილიტარიზაციის ყოვლისმომცველ შეთანხმებას, მათ შორის ყველა იარაღის ჩაბარებას.

„ჰამასმა“ დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, მათ შორის საბოლოო ცხედრის ისრაელში დაბრუნება და დაუყოვნებლივ დაიწყოს სრული დემილიტარიზაცია. როგორც ადრეც ვთქვი, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება მარტივი ან რთული გზით. ღაზის მოსახლეობამ საკმარისად დიდხანს იტანჯა. ახლა არის დრო“, – წერს ტრამპი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა