მიხეილ სააკაშვილი პროცესზე - ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი
გიგა ავალიანის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ
Russian forces lose 980 personnel, two air defense systems in Ukraine over past day
Ukrainian National Guard wipes out Russian assault company near Pokrovsk
Ukraine’s border guards hit Russian transport, communications on southern axis
EU considers including Ukraine's membership in peace agreement – Bloomberg
Kremlin planning to use “pacifists” for anti-Ukrainian actions at Munich Conference – DIU
Ukraine to sign agreement with Moldova on repatriation of unaccompanied children

შსს - დაკავებულია რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, მათი შორის ათი არასრულწლოვანია

16.01.2026 ნახვები: 312

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დღეს ქვეყნის მასშტაბით რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს. ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სირაძემ აღნიშნა, დაკავებულთა შორის ათი არასრულწლოვანია.

„სამართალდამცველების მიერ თვეების განმავლობაში სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. გავლენების გაზრდისა და ცნობადობის მოხვეჭის მიზნით ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა.

დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმაზე აქვეყნებდნენ.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი.

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნიღბები, სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ხმოვანი და ცივი იარაღები.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს და 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების ორი ლიდერი – ლევან აბესაძე და დავით ჯაფაროვი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, ისინი სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მათთან ერთად ასევე დაკავებულია დაჯგუფებების კიდევ შვიდი წევრი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხსენებული იდეოლოგიის ჯგუფების სხვა წევრები აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რაც საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა.

სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საზოგადოების თითოეულ წევრს კი მოვუწოდებთ, მსგავსი დანაშაულების ელემენტარული ნიშნების არსებობისას დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ, რათა თავიდან ავიცილოთ სასტიკი მოპყრობა არასრულწლოვანთა მიმართ და მსგავსი იდეოლოგიის გავრცელება ახალგაზრდებს შორის.

აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის პოლიციის თითოეულ თანამშრომელს წარმატებულად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისათვის“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა