მიხეილ სააკაშვილი პროცესზე - ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი
გიგა ავალიანის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ
Russian forces lose 980 personnel, two air defense systems in Ukraine over past day
Ukrainian National Guard wipes out Russian assault company near Pokrovsk
Ukraine’s border guards hit Russian transport, communications on southern axis
EU considers including Ukraine's membership in peace agreement – Bloomberg
Kremlin planning to use “pacifists” for anti-Ukrainian actions at Munich Conference – DIU
Ukraine to sign agreement with Moldova on repatriation of unaccompanied children

ვოლოდიმირ ზელენსკი - დაზვერვისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსები ახალ მასირებულ დარტყმებს ამზადებენ

17.01.2026 ნახვები: 315

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინაზე ახალი მასირებული დარტყმების მომზადების შესახებ და მოქალაქეებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალებს.

მისი თქმით, უკრაინელ სამხედროებს არ ჰყოფნით რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რომლებიც იერიშების მოგერიებისთვის არის საჭირო.

„ამ ეტაპზე დაზვერვისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსები ახალ მასირებულ დარტყმებს ამზადებენ. ჩვენ პარტნიორებთან გულწრფელად ვსაუბრობთ საჰაერო თავდაცვის რაკეტებზე და იმ სისტემებზე, რომლებიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. მიწოდებები არასაკმარისია“, – განაცხადა ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ მიმართვაში.

მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ პარტნიორებისგან მიიღო საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მნიშვნელოვანი პარტია.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ განხორციელებული მასირებული დარტყმების შედეგად უკრაინის ბევრი ქალაქი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა