Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher
Moscow no longer hiding military cooperation with N. Korea at USNC - Kuleba
Kremlin tying West to terrorist attacks to generate domestic support for war in Ukraine – ISW
British company developing EW-resistant drones for Ukrainian Armed Forces

მაიკ პენსი: „ვაპირებთ, რომ უსაფრთხო ინაუგურაცია გვქონდეს“

01.15.2021 | 10:06 ნახვები: 313

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ, მაიკ პენსის განცხადებით, ის მზადაა "მოწესრიგებული ხელისუფლების გადაცემისა და უსაფრთხო იანუგურაციისთვის". ამ თემაზე მან ფედერალური სააგენტოს უსაფრთხოების ბრიფინგზე ისაუბრა.

"ამერიკელი ხალხი ამაზე ნაკლებს არ იმსახურებს, ჩვენ ვაპირებთ, რომ უსაფრთხო ინაუგურაცია გვქონდეს. რომ არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ფიცი დადონ, როგორც შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა. ჩვენი ისტორიის, ჩვენი ტრადიციების შესაბამისად ისე, რომ პატივი მიაგონ ამერიკელ ხალხს და შეერთებულ შტატებს", - თქვა მაიკ პენსმა.

შეგახსენებთ, რომ მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. ახლა გადაწყვეტილება 19 იანვარს სენატმა უნდა მიიღოს, 20 იანვარს კი მას ვადა ოფიციალურად ეწურება. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. მას ბრალი აჯანყების წაქეზებისთვის ედება.

ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წამყვანი ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ტომ ჰენქსი, იქნება. ცერემონია 20 იანვარს გაიმართება, ცნობილია ისიც, რომ მას ჯენიფერ ლოპესი და ლედი გაგა დაესწრებიან.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა