ნიკა გვარამია - ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დახმარება სჭირდება, რათა რუსეთის შეტევისთვის მოემზადოს, რომელიც შესაძლოა მაისის ბოლოს ან ივნისში დაიწყოს
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
რა დარღვევები აღმოაჩინა სახალხო დამცველის მონიტორინგმა სამედიცინო დაწესებულებაში?
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ისრაელის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია - ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს
რომან გოცირიძე - კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი ემიგრაციაა

გიორგი რურუა: ჩემს უკანონო დაკავებაში და უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს

01.17.2021 | 10:37 ნახვები: 409

ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს, - ასე ეხმაურება „მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სოციალურ ქსელში „მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას.

როგორც გიორგი რურუა წერს, ის მხარს უჭერს „დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას".

„ჩემო მეგობარო ალეკო, ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს. მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და პრინციპულ ოპოზიციას, რომლებიც მეხმარებიან ჩემი უდანაშაულობის დადგენაში.

და ბოლოს, მინდა განვაცხადო, რომ სრულად მხარს ვუჭერ დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას. ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა",-წერს გიორგი რურუა.

ცნობისთვის, „მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღეს გიორგი რურუა გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა „ფორმულას" ეთერში, 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრისას აღნიშნა.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა