კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ

ნახვები: 556 თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ

თენგიზ აბლოთია, ჟურნალისტი

ქართველები ვერაფრით ეგუებიან იმას, რომ „სბორნაია გრუზიი პო ფუტბოლუ“ ისევ აგებს, როგორც წლების განმავლობაში.

ერთწლიანი ტრიუმფი იმდენად გაითავისეს, რომ დღეს უკვე უჭირთ იმის აღიარება, რომ ის წარმატება წარსულშია.

სულ იმედი აქვთ: კი, დღეს წააგეს ლიხტენშტეინთან, მაგრამ ცოტაც და ისევ დაბრუნდება ის ძლიერი ნაკრები, რომელიც ევროპაზე გავიდა.

კვარა! კვარა! კვარა!!!!!

საწყლები... ქართველების უმრავლესობას არ გააჩნია ისტორიული მეხსიერება და მიზეზშედეგობრივი კავშირების გააზრების უნარი. ემოციურად დატვირთული პრიმიტივები არიან, ძირითადად...

მეტს რას უნდა ელოდე ერისგან, რომელიც იძახის „ჩემი დედას შევეცი“ და არ რცხვენია?

ვინმეს გახსოვთ ისეთი მშვენიერი გუნდები, როგორებიც იყვნენ კამერუნი, ნიგერია, განა, კოლუმბია, პერუ, პოლონეთი, ბულგარეთი?

რა აერთიანებს მათ? ესენი ყველა ერთი სეზონის ვარსკვლავური გუნდები არიან, აი, 50 წელიწადში ერთხელ რომ გაისვრიან, გრანდებს მოუგებენ, მსოფლიოს გააოცებენ და 1-2 წელიწადში გაქრებიან, როგორც გუშინდელი თოვლი.

ჩემო ძვირფასო გრუზინჩიკებო, თქვენც იგივე მოგივიდათ. გავიდა თქვენი ერთი ვარსკვლავური სეზონი და დაბრუნდით იქ, სადაც თქვენი ადგილია, ნეხვში.

რატომ ხდება ასე? რა არის ამის მიზეზი? ცუდი ტრენერი გვყავს? ისევ? კიდევ ერთხელ? 35-წლიანმა ცხოვრებამ ნეხვში ვერ გაგაგებინათ, რომ ყველაზე ნაკლები პასუხისმგებლობა მწვრთნელს ეკისრება?

კიდევ რამდენმა 35-მა წელმა უნდა გაიაროს, რომ მიხვდეთ, სინამდვილეში რაშია საქმე?

საქმე კი ე.წ. ჭეშმარიტ ქართველობაშია. აი, ქოცები რომ იცავენ „ტრადიციულ ქართულ იდენტობას“, სწორედ მაგაში.

ამ იდენტობას, ბევრ სხვა საძაგლობასთან ერთად, ახასიათებს უპასუხისმგებლობა, არაორგანიზებულობა, უდისციპლინობა, ტოტალური პოხუიზმი.

გინდათ „მამა-პაპების მემკვიდრეობა“? აჰა, მიიღეთ და ხელი მომიწერეთ.

გავა დრო და თქვენც გაიაზრებთ: ის კი არ არის ანომალია, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან წააგეს, ის იყო ანომალია, რომ საბერძნეთს, პორტუგალიასა და ჩეხეთს მოუგეს.

ეს იყო მომენტი, როდესაც ტრადიციულმა ქართველობამ დროებით უკან დაიხია. თუმცა შეგიძლიათ დამშვიდდეთ, აწი ყველაფერი ნორმაში დაბრუნდა.

გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ.

ისე კი, პირადად ჩემთვის ეს გუნდი მოკვდა მას შემდეგ, რაც მშვიდად შეიტყაპუნა 30 მილიონი მაოხრებლისგან. მას შემდეგ, რაც მათ დაიწყეს ქოცურ ბიზნესებში ინვესტირება და გაჩუმდნენ.

მიიღეთ, რაც გეკუთვნით.

P.S. ისე, თითქოს არაფერ შუაშია, მაგრამ გუშინ აზერბაიჯანმა წაულაწუნა საქართველოს. ალბათ იცით, რატომაც.

აქაც იგივე დაავადებასთან გვაქვს საქმე: უთავმოყვარეოს ყველა ამცირებს, ირლანდიელიც და აზერბაიჯანელიც.

მთავარია, ბიძინას თავზე თვითმფრინავები არ დაფრინავენ და მის კარმას არ აფუჭებენ.

გიხაროდენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა