რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

ჯო ბაიდენი - ჩვენ კარგი ხალხი ვართ და დავძლევთ გამოწვევებს, რომელიც მოითხოვს ყველაზე რთულ რამეს დემოკრატიისთვის - ერთობას

01.21.2021 | 15:20 ნახვები: 442

ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალში საინაუგურაციო პროგრამა „მოზეიმე ამერიკა" დაიწყო. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დემოკრატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამერიკელ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა.

„როგორც დღეს უკვე გითხარი, მე კიდევ ერთხელ ვისწავლე, რომ დემოკრატია ძვირფასია და სწორედ თქვენს გამო, დემოკრატიამ გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ ჯილსა და მე, კამალასა და დუგს გვსურს უზრუნველვყოთ, რომ ეს ინაუგურაცია არ გვეხება მხოლოდ ჩვენ, არამედ თქვენ ამერიკელ ხალხს. ეს დიდებული ერია. ჩვენ კარგი ხალხი ვართ და დავძლევთ ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს, რომელიც ყველაზე რთულ რამეს მოითხოვს დემოკრატიისთვის - ერთობას. ეს მოითხოვს გაერთიანებას საერთო სიყვარულისთვის, რომელიც ჩვენ როგორც ამერიკელებს განგვსაზღვრავს", - განაცხადა ბაიდენმა.

90-წუთიანი პროგრამის განმავლობაში სიტყვით წარდგება კამალა ჰარისიც. ღონისძიებას მსახიობი ტომ ჰენკსი მასპინძლობს. მასში ასევე მონაწილეობას იღებენ ჯონ ლეჯენდი, დემი ლოვატო, ჯასტინ თიმბერლეიქი . მოგვიანებით, ჯო და ჯილ ბაიდენები თეთრი სახლის ლურჯი ოთახის აივანზე გამოჩნდებიან.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა