იაგო ხვიჩია - ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ოცნების“ ზეწოლას, რომ „პუტინის კანონის“ მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ
გიორგი ვაშაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმ მძიმე ვითარებას მიუთითებს, რაც საქართველოშია
ბექა ლილუაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის უმძიმესი
მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ
გიორგი ვაშაძე - 29 აპრილს ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართონ
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, 29 აპრილს ხელისუფლების წყარომ, ქართველმა ხალხმა, თავისი სიტყვა თქვას
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლის მიმართ დაუცველები იყვნენ, როდესაც წყვეტდნენ საქმეებს, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს ან პირებს ეხებოდა
War update: 86 combat clashes in past day, 18 Ukrainian airstrikes targeting enemy forces

„მომავალშიც მტკიცედ დავუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს" - ჯონსონი გახარიას

01.29.2021 | 11:27 ნახვები: 300

"ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი მთავრობის შეუპოვრობის წინაშე, რომელსაც თქვენ იჩენთ რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევაში" - წერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილში, სადაც ის მას თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს.
წერილს საქრთველოს მთავრობა ავრცელებს. მილოცვაში ბორის ჯონსონი ხაზს უსვამს გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.
"გაერთიანებული სამეფო აფასებს მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსთან. ჩვენი საერთო ღირებულებები და ხედვები წარმოადგენს მტკიცე საფუძველს შემდგომი თანამშრომლობისთვის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი მთავრობის შეუპოვრობის წინაშე, რომელსაც თქვენ იჩენთ რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. გაერთიანებული სამეფო მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე თქვენს მისწრაფებებს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით.
ნატოს ალიანსს საფუძვლად უდევს დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულება. მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა მთავრობამ გააგრძელოს საარჩევნო რეფორმის მიმდინარე პროგრამა, ხოლო გაერთიანებული სამეფო, როგორც საქართველოს მეგობარი, მზად არის, მხარში დაგიდგეთ ამ პროცესში", - აღნიშნავს ბორის ჯონსონი.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ წერილში ასევე ყურადღებას ამახვილებს COVID-19 პანდემიის შედეგების დაძლევის კუთხით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე. ჯონსონი იმედს გამოთქვამს, რომ წელს, როცა მისი ქვეყანა გაეროს კლიმატური ცვლილებების 26-ე კონფერენციას უმასპინძლებს ეს ორი ქვეყანა ითანამშრომლებს მტკიცე საფუძვლის შექმნაზე კორონავირუსის დასაძლევად.
"სამომავლოდ, არსებობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ბევრი შესაძლებლობა. 2019 წლის ოქტომბერში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის შესახებ წარმოადგენს მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელშიც მოცემულია ჩვენი სამომავლო ურთიერთობების გეგმა და რომელიც უზრუნველყოფს სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების ზრდას", - ნათქვამია წერილში.
ბორის ჯონსონი აღნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაგრძელებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა