EU leaders call on European Council to urgently provide air defense to Ukraine
Zelensky: Occupiers must lose, and each of their losses is Ukraine's strength
ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტი
Грузини проти драконівського закону про іноземні впливи
Reuters - „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ბედი ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, საქართველო დასავლეთთან ინტეგრაციის გზით სვლას აპირებს, თუ რუსეთთან დაახლოებას
Defense Forces: Russians reduce number of attacks in east by one third
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს - უკრაინაში, სამწუხაროდ, არ გვაქვს თავდაცვის ისეთი დონე, რაც ყველამ ვნახეთ ისრაელში
Zelensky asks EU leaders to urgently provide Ukraine with air defense systems

საჯარო დაწესებულებაში ინტერესის შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილება

02.17.2021 | 13:37 ნახვები: 186

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით უნდა განიხილოს საჯარო დაწესებულებაში ინტერესის შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება, რაც ანტიკორუფციული საბჭოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადატანას ითვალისწინებს.

როგორც თალაკვაძე განმარტავს, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ამ მიმართულებით შემდგომ სამუშაოს მაღალ პრიორიტეტს ანიჭებს.

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესის შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება დღეს პირველი მოსმენით უნდა განვიხილოთ. მოგეხსენებათ ეს საკითხი შეეხება ანტიკორუფციული საბჭოს გადატანას პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში, რაც თავისთავად არის განაცხადი, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ამ მიმართულებით შემდგომ სამუშაოს მაღალ პრიორიტეტს ანიჭებს. ჩვენ, როგორც ასოცირების დღის წესრიგი, ასევე აქამდე მიღწეული პროგრესი ამ სფეროში, რაც საერთაშორისო რეიტინგებში არის ასახული, გვაძლევს იმის მოტივაციას, რომ მომავალში გავაკეთოთ მეტი კონსოლიდაცია ამ მიმართულებით, ვინაიდან კორუფცია გახლავთ სწორედ ის მიმართულება, სადაც მუდმივი ძალისხმევა არის საჭირო და აქ არ შეიძლება ვინმემ გააკეთოს განაცხადი, რომ ეს სამუშაო, ბრძოლა არის დასრულებული.

ჩვენ მომავალშიც რა თქმა უნა, ვიქნებით პრინციპულები და შეურიგებლები კორუფციის ნებისმიერი ფაქტის მიმართ. კორუფცია არის ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ, კორუფცია არის ჩვენი საზოგადოების განვითარების წინააღმდეგ. პარლამენტს რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით აქვს ხელშესახები ინსტრუმენტები, მათ შორის არის აუდიტის სამსახური და ანგარიშები, რომლებიც შემოდის პარლამენტში. რა თქმა უნდა, ჩვენ მთავრობასთან ერთად, მომავალშიც ვუზრუნველვყოფთ, რომ ანტიკორუფციული მიმართულებით ეფექტურად იმუშაოს სახელმწიფომ.

მივესალმებით, რომ პრემიერ-მინისტრმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობისგან ინიცირებული გახლავთ ეს ცვლილებები, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს უკვე უფრო მაღალ დატვირთვას სძენს და პრიორიტეტულად წამოაჩენს საკანონმდებლო დონეზეც", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა