იტალიაში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გერმანიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა
რუსი აქტივისტი, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ პროექტზე მუშაობს, საქართველოში არ შემოუშვეს
ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months

„კოვიდ-19“-ის პანდემია, სავარაუდოდ 2022 წელს დასრულდება

02.24.2021 | 12:53 ნახვები: 230

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ „კოვიდ-19"-ის პანდემია, სავარაუდოდ, 2022 წელს დასრულდება. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

„ყველაზე ცუდი სცენარი უკან მოვიტოვეთ, რადგან ახლა უფრო მეტი ვიცით კორონავირუსის შესახებ, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ის იწყებდა გავრცელებას", - განაცხადა კლუგემ.

მისივე თქმით, ვირუსი სრულად არ გაქრება და გააგრძელებს ცირკულაციას, მაგრამ შეზღუდვები აღარ იქნება საჭირო. თუმცა, მისივე განცხადებით, ეს მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ის ფაქტი, რომ ვირუსის ახალი შტამი ჩნდება ნორმალური მოვლენაა და საჭირო შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ვაქცინების მოდიფიცირება.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 112 მილიონს გადააჭარბა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა