სოფო ჯაფარიძე - კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია
იაგო ხვიჩია - ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ოცნების“ ზეწოლას, რომ „პუტინის კანონის“ მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ
გიორგი ვაშაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმ მძიმე ვითარებას მიუთითებს, რაც საქართველოშია
ბექა ლილუაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის უმძიმესი
მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ
გიორგი ვაშაძე - 29 აპრილს ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართონ
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, 29 აპრილს ხელისუფლების წყარომ, ქართველმა ხალხმა, თავისი სიტყვა თქვას
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლის მიმართ დაუცველები იყვნენ, როდესაც წყვეტდნენ საქმეებს, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს ან პირებს ეხებოდა

ჰელსინკის კომისია - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია

02.24.2021 | 13:02 ნახვები: 527

ჰელსინკის კომისია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

კომისიის ლიდერები „ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას დაკავებას აკრიტიკებენ". შესაბამის განცხადება ხელს აწერენ: ამერიკელი სენატორი როჯერ უიკერი, სენატორი ბენ კარდინი, კონგრესმენი ელსი ჰეისტინგსი და ჯო უილსონი.

„როგორც „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის" მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის ერთგულება აქვს გაცხადებული. მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის თვითნებურად დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში, აგრესიის ნაცვლად", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა