ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით

აშშ-ის სახდეპი საქართველოში განვიტარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

02.24.2021 | 13:05 ნახვები: 351

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და შეშფოებას გამოთქვამს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს.

„აშშ ძალიან ღრმად შეწუხებულია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიასა და საქართველოში ოპოზიციის სხვა წევრების დაკავებით.

პოლარიზებული რიტორიკა, ძალის გამოყენება და აგრესია საქართველოს პოლიტიკური უთანხმოების გადაჭრის გზა არ არის.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი აარიდონ ქმედებებს, რომლებსაც შეუძლია, კიდევ უფრო გაამწვავოს დაძაბულობა და ჩაერთონ კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებში, რათა გადაჭრან არსებული პოლიტიკური კრიზისი.

აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა