პრემიერი - ჩვენ რომ ბოლომდე გავიტანეთ ყველაფერი, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი - ამ კანონზეც გვეუბნებიან რომ ცუდია, ტყუილია, გავიტანთ სიმართლეს და გაიხსნება მოლაპარაკებები
სოფო ჯაფარიძე - კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია
იაგო ხვიჩია - ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ოცნების“ ზეწოლას, რომ „პუტინის კანონის“ მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ
გიორგი ვაშაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმ მძიმე ვითარებას მიუთითებს, რაც საქართველოშია
ბექა ლილუაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის უმძიმესი
მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ
გიორგი ვაშაძე - 29 აპრილს ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართონ
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, 29 აპრილს ხელისუფლების წყარომ, ქართველმა ხალხმა, თავისი სიტყვა თქვას

გოჩა მირცხულავა: რუსეთი მორიგ საეკლესიო და პოლიტიკურ შანტაჟს იწყებს

03.04.2021 | 16:28 ნახვები: 961

ეკლესიისა და სახელმწიფოს წინაშე არსებულ მორიგ გამოწვევას მივაპყრობ თქვენს ყურადღებას. საქართველოს საპატრიარქო ამ დრომდე დუმს ბესარიონ აპლიას ბოლოდროინდელ განცხადებებზე, რომ მოსკოვის საპატრიარქო მხარს დაუჭერს მათ "აფხაზეთის ავტონომიური ეკლესიის" შექმნაში.
მცირე ამონარიდი აპლიას ტექსტდან: «Московский Патриархат поможет нам в нашем автономном положении. Русская Православная Церковь поможет нам в создании автономной церкви в Абхазии. О самодостаточности говорить пока рано, надо сначала восстановить автономию. «Католикосат Абхазии воссоздается, это очень долгий процесс, кроме России, православие никто не воссоздавал»,
აპლიას გამოხტომა არის შანტაჟი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ და ამ პროცესში თავად ჩვენი ეკლესიის მესვეურებიც მონაწილეობენ.
ცხადია, რომ ეს არის პოლიტიკური შანტაჟიც ეკლესიაში ძალთა ბალანსის რადიკალურად შესაცვლელად და რუსული გავლენების კიდევ გასაძლიერებლად. შემიძლია დავაკონკრეტო, ეს არის თემა იმისთვის, რომ რუსეთმა "გვითხრას" - „ჩვენ ამას არასოდეს გავაკეთებთ, თუ მივიღებთ დაბეჯითებით პირობას მოსაყდრის სამომავლოდ გაპატრიარქების შესახებ". ნუ დაგავიწყდებათ ნურავის, თავად შიოს "კარტის" გათამაშებაც ილარიან ალფეევმა აფხაზეთის თემით დაიწყო - სიმონ კანანელის მონასტრის საკითხით.
შესაძლოა, ამ ვერაგ თამაშს ბევრი მეუფეც წამოეგოს სრულიად გულწრფელად. მაგრამ გთხოვთ გაითვალისწინოთ - ერთხელ უკვე დაშვებული გაქვთ უდიდესი შეცდომა აფხაზეთის საკითხზე - იქ რუსეთის ეკლესიის გავლენის არაფორმალურ აღიარებაზე, რის შემდეგაც რუსი იერარქები მის უწმინდესობას არც კი მოიხსენიებენ ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტად.
ნურც იმით გააბრიყვებთ საზოგადოებას, რომ ბესარიონ აპლიას არავინ არაფერს ეკითხება - როგორც ვიცი, იგი არც არავის განუკვეთავს ამ დრომდე ქართული ეკლესიიდან და მის ქმედებებზე არასოდეს უმსჯელია სინოდს, მაშინ როდესაც ლამის ინკვიზიციას უწყობთ ღვთისმსახურებს, რომელთაც განსხვავებული აზრი გააჩნიათ ცალკეულ საკითხებზე.
ცხადია, ბესარიონ აპლიამ გადააზღვია საქართველოს ეკლესიის წიაღში მოკალათებული რუსეთის ეკლესიის მოკავშირეები, როდესაც განაცხადა: „რა თქმა უნდა, ქართველები არ იქნებიან თანახმა, მაგრამ ჩვენ აფხაზეთში უნდა ვიყოთ ერთიანი ამ საკითხზე. მაშინ ჩვენი საკითხი ადვილად მოგვარდება".
ახლა ამ სიტყვებს დააკვირდით: «самое главное» - это не ассоциировать Абхазию с Церковью Грузии, и что «мы в Абхазии должны объединиться в ней». ხვდებით ეს რა მზაკვრობაა? ან ეს - „მოსკოვის საპატრიარქო დაგვეხმარება, რომ ღვთისმსახურება იყოს აფხაზურ ენაზე". ამ მიზნით კი მოსკოვში დაიბეჭდება სპეციალური ლიტერატურა, შეიქმნება მთარგმნელობითი კომისია და აფხაზეთი მოსკოვიდან მიიღებს სხვადასხვა საეკლესიო ნივთებს, რომელიც ეუცილებელია ღვთისმსახურებისთვის.
როდესაც მსოფლიო საეკლესიო მედიას ამ საკითხე ჰქონდა მძაფრი რეაგირება, რატომ დუმს საქართველოს საპატრიარქო?
იმიტომ ხომ არა, რომ თუნდაც ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გამოცემამ orthodoxtimes-მა პირდაპირ დაწერა საეკლესიო წესებით დარღვევით მეუფე შიოს მოსაყდრედ გამორჩევაზე და ამ ვითარებას პარადოქსული უწოდა, ისევე როგორც თავად მეუფეს საქართველოს ეკლესიაში რუსეთის ინტერესების გამტარებელი.
დავუშვათ, რომ აპლია აჭარბებს და არც მოსკოვის საპატრიარქო აპირებს „აფხაზეთის ეკლესიის" ავტონომიურ წარმონაქმნად ჩამოყალიბებაში ხელშეწყობას. ასეთ შემხვევაშიც კი რაოდენ სახიფათოა თავად ეს განცხადება მისი შინაარსით და აფხაზურ მრევლში მისი კულტივირებით ამას მაინც თუ გრძნობს საქართველოს საპატრიარქო?
აქვე უნდა მივმართო საეკლესიო თემატიკაზე მომუშავე ადამიანებს, ექსპერტებს, თეოლოგებს მკვლევარებს, ღვთისმსახურებს!
საქართველოს ეკლესიიას აქვს უამრავი გამოწვევა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფოს ინტერესებსაც. ერთ-ერთია ოკუპირებული ტერიტორიები, რუსული გავლენა ეკლესიაში, არასაკმარისი განათლება, მომხვეჭელობა. ყველაფერს ერთად ჩემთვის მარტივი სახელი აქვს - ეკლესიაში ქრისტეს დაბრუნება და ძველი აღქმიდან ქრისტეს ეპოქაში გადასვლა.
(რუსული გავლენა ვახსენე, რაც მაინც და მაინც აგენტობას არ გულისხმობს, არამედ იდეოლოგიურ ბმას.)
მიმაჩნია, რომ უმჯობესია ამ თემებზე კონცენტრირება, ვიდრე კოვზზე დავა კონტექსტით - „რწმენა თუ კოვიდი" ან კიდევ უფრო გაუგებარი - მორალურ-ზნეობრივ თემებზე კინკლაობა, რომელიც ადრესატზე უფრო ავტორს აზიანებს.

ავტორი: გოჩა მირცხულავა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა