ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

ბერა, იკა, და რამზანი

03.10.2021 | 10:33 ნახვები: 1269

მაშ ასე, წრე საბოლოოდ შეიკრა, ლუსტრაცია დასრულდა, გამგები გაიგებს, დამნახავი დაინახავს. ის, ვინც კიდევ ვერ დაინახავს და ვერ გაიგებს - იმას გაგება და დანახვა უბრალოდ არ სურს. რაც არ უნდა უმტკიცოთ და რკინის არგუმენტები მოუყვანოთ.
ისე, კაცმა რომ თქვას, არაფერი ახალი არ გაგვიგია. არანაირი საიდუმლო არაა, რომ ქვეყანას სოციოპატი მილიარდერი თავისი მომსახურე პერსონალით მართავს. არც ისაა სიახლე, რომ მის გარემოცვაში დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნების არ აჭაჭანებენ და პრიორიტეტს ნაცრისფერ არარაობებს ანიჭებენ.
ბიძინას სახელისუფლებო ვერტიკალში სწორედ ასეთი, მორჩილი და სხვის მეურვეობას მიჩვეული ადამიანები არიან. მათი დიდი უმრავლესობა მთელი ცხოვრება ვიღაცის მოადგილე, თანაშემწე, ასისტენტი, ან ხელის ბიჭი იყო - სხვისი ნების შემსრულებლები ყოველგვარი საკუთარი იდეების გარეშე.
პიროვნებები ამ წრეში არავის არ სჭირდება - ესეც ყველასთვის კარგადაა ცნობილი. გაიხსენეთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, ფორმალურად - სახელმწიფოს პირველი პირები.
ირაკლი ღარიბაშვილი, თავისი პირველი პრემიერობის წარუმატებელი დასრულების შემდეგ მეორე დღესვე ყველას დაავიწყდა. ანდა გახსოვთ ბუნების ისეთი საოცრება, როგორც მამუკა ბახტაძე, რომლის ყველაზე დიდი კარიერული მიღწევა საქართველოს რკინიგზის წაგებამდე მიყვანაა - ეს თავისებური ნიჭია, ამას მოხერხება უნდა.
დღეს რომ ჰკითხოთ ვინმეს - ვინაა მამუკა ბახტაძე, და რითი დაამახსოვრდა ის საზოგადოებას? არაფრით, მხოლოდ სოციალურ ქსელებში უნიჭო და პათოსური პოზირებით.
მოკლედ, ვერაფერი პრინციპულად ახალი ჩვენ ვერ გავიგეთ, თუმცა, ერთი კი ნამდვილად დავინახეთ - გარდა იმისა, რომ ქვეყანას არაკომპეტენტური სოციოპატები მართავენ, აღმოჩნდა, რომ ყველაფერთან ერთად ისინი ფსიქიურად დაავადებულები არიან.
ერთია, რას ლაპარაკობდნენ ერთმანეთში პრინცი და ვეზირი - ბერა და იკა.. უფრო მნიშვნელოვანია - როგორ და რა ტონალობაში.
შემაძრწუნებელი სწორედ ეს იყო... ერთი - მილიარდერის შვილი, რომელსაც ამ ცხოვრებაში ყველაფერი აქვს და ზრდასრული, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, გულწრფელად გახარებულები იყვნენ იმით, რომ 15 წლის ბიჭი ისე შეაშინეს რამდენიმე დღე სკოლაში ვერ ივლის.
ბერას თავის მართლება და აქცენტის ქართველობაზე და კაცობაზე გადატანა კი - იშვიათი ვირეშმაკობაა, რომლის მიზანიც - ყურადღების გადატანაა. არავის არ აინტერესებს ბერას უფლება დედის გინებაზე შური იძიოს, საუბარი ხომ იმაზეა, რომ ამ საქმიანობაში სახელმწიფო აპარატი იყო ჩართული და იკა - არა მეზობელი კაი ბიჭია, არამედ სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრი.
ბერას აღშფოთება კი არაა პრობლემა - შურსძიებაში საჯარო სტრუქტურების ჩართვა და სახელმწიფო ინსტიტუტების სრული მოშლაა..
ხო, და კიდევ, ალბათ ვინმე ნეტარი მართლად დაიჯერებს, რომ ბერას შურსიძიებაში „მიგალკიანი" პოლიციის მანქანები იყო ჩართული 2010-2011 წლებში, როდესაც ბიძინა ინვანიშვილი ხელისუფლების ნომერ პირველი მტერი იყო.
აზროვნების სივიწროვე და პირადი ბოღმის დონე წარმოიდგინეთ, როდესაც მთელი სახელმწიფო მანქანა არასრულწლოვნებს დასდევს, ხოლო 2 ზრდასრული ავადმყოფი ამის გამო კმაყოფილებას ვერ მალავს.
ეს ასევე ნათლად მეტყველებს თავად ბიძინა ივანიშვილის პერსონაზე - კაცმა 5,3 მლრდ. დოლარი იშოვა, მაგრამ როგორც იყო წვრილფეხა, ბოღმიანი პროვინციელი, ასევე დარჩა.
ამ პროცესში საკუთარი თავი ძალიან ნათლად წარმოაჩინეს „ქართული ოცნების" „იდეურმა მომხრეებმა" - რა თქმა უნდა, არა ხელფასებზე გაყიდული საჯარო სტრუქტურები, არამედ კოლექტიური გოგა ხაინდრავა - ლალი მაროშკინა, მმართველი პარტიის იდეური საყრდენი (როგორიც იდეებია, საყრდენიც ისეთივეა).
არც ამაში იყო რაიმე სიახლე - მხოლოდ უკიდურესად მიამიტ ადამიანებს შეეძლოთ იმის დაჯერება, რომ 2011-2012 წლებში ისინიც მართლაც „ღირსებას" და „თავისუფლებას" - იცავდნენ - როგორც ვირმა არ იცის ხურმა რა ხილია, ასევე ქოცს განსაკუთრებით კოლექტიურ გოგა ხაინდრავას, წარმოდგენა არა აქვს, „ღირსება" სად იწყება და სად სრულდება.
არც ისაა ახალი, რომ მათთვის 7 ნოემბერი დანაშაულია, ხოლოდ 20 ივნისი - სამართლიანობის აღდგენა, გირგვლიანის მკვლელობა დანაშაულია, ხოლო სარალიძის მკვლელებზე ხელის დაფარება - უწყინარი, უნებლიე შეცდომა.
ბერა-იკას დიალოგის მოსმენის შემდეგ ქოცები 1-2 დღე დუმდნენ - მათ არ იცოდნენ რა ეთქვათ და ზემოდან „გაპრავების" თეზისებს ელოდნენ. როგორ ძველ საბჭოთა-კახურ ანეკდოტში - „ჰა, ქალო, მოიფიქრე რამე, თორემ დაინგრა ოჯახი".
ქოც-გენერალიტეტმა თავისი მწირი გონებრივი შესაძლებლობები დაძაბა და ბოლოს და ბოლოს მოიფიქრა - ისეთი აბსურდი, რომელიც „ოცნების" საზომებითაც განსაკუთრებით ეპიკურია.
თურმე ეს ჩანაწერი 2010 წელს გაკეთდა, ხოლო რაც შეეხება შინაარსს - ეს ბერას და იკას უწყინარი თამაშიდან ამოგლეჯილი ცალკეული ფრაზების მონტაჟი იყო. გაპრავების მიმართულება თავად პრინცის ინტერვიუმაც დაადასტურა.
წესით, ამ უბადრუკ, სასაცილო ფანტაზიებს ქოცებშიც კი აღშფოთება უნდა გამოეწვია - გასაგებია, თქვენიანები კი ვართ, მაგრამ ბოლომდე იდიოტები ნუ გგონივართ.
მაგრამ არა - როდესაც საჭიროა, როდესაც მშობლიურ პარტიას უჭერს - იდიოტობაც სამარცხვინო არაა. მთავარია პოლიტიკური მიზანშეწონილობა, დანარჩენი მეორეხარისხონავია.
„ღირსების აღდგენის" ქოცური ვერსია - ღირსება ისაა, როდესაც ისინი სხვას ჩაგრავენ და მათი დაჩაგრვა არავის შეუძლია.
ასეთ დღეებში განსაკუთებით სახალისოა ფარულ ქოცების რეაქცია - იმათ, ვინც თამაშობს როლს „ორივეს დედა ვატირე", „არც ერთი ვარგა, და არც მეორე"....ეს ქოცთა განსაკუთრებული კატეგორიაა, რომელსაც თავისი ქოცობის ერიდება, მაგრამ საკუთარ თავს ვერსად გაექცევიან.
ასეთ მძიმე დღეებში ისინი ნეიტრალიტეტის და ზრდილობის ნიღაბს იხსნიან, და ჩვეულებრივი კოლექტიური ხაინდრავა ხდებიან.
ქოცობა - დიაგნოზია, რამდენიც არ უნდა დამალო, ბოლოს და ბოლოს თავს მაინც იჩენს.
მთელს ამ ორომტრიალში ყველაზე გაუგებარია იმ 52% პოზიცია, რომელიც ხმას ოპოზიციას აძლევს, მაგრამ ცოცხლი თავით პროტესტს არ გამოთქვამს. ისტორიისგან დაღლილობა და საზოგადოებრივი იმუნიტეტის მოშლა - გადაშენების გზაზე დამდგარი ერის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა.
რაც შეეხება ბერას და იკას - ვურჩევდი - მიაკითხეთ თქვენს იდეურ ძმას, რამზან კადიროვს, რომელიც ბოდიშების გამოგლეჯვაში მსოფლიო დონის დიდოსტატია.. ის ბევრ სასარგებლოს გასწავლით.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა