ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8.50 პროცენტამდე გაიზარდა - მოსახლეობას სესხი კვლავ გაუძვირდა

03.17.2021 | 15:03 ნახვები: 571

დღეს, 17 მარტს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმის სხდომა გაიმართა.

სებ-ის ინფორმაციით, კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.50 პროცენტით განისაზღვრა.
ექსპერტების განცხადებით, სებ-ის ამ გადაწყვეტილებით სასესხო ვალდებულებები 124 ათასზე მეტ ადამიანს გაუძვირდა.
„თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3.6 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა, რაც დროებითი ხასიათისაა. როგორც წესი, ცენტრალური ბანკები ასეთ დროებით ფაქტორებს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებაში არ ითვალისწინებენ და ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზით ხელმძღვანელობენ. მარტიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციის მაჩვენებელზე შესაბამისად აისახება. ამ სუბსიდიის საბაზო ეფექტი 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4-4.5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება", - ნათქვამია სებ-ის მიეწრ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სები ასევე აღნიშნავს, რომ ინფლაციის დინამიკაზე მოქმედ ფაქტორებს შორის კვლავ სახეზეა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდის ტენდენცია, რომელიც წლის დასაწყისიდან განსაკუთრებით დაჩქარდა. აღნიშნული ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ზოგიერთ ჯგუფებზე ფასების ზრდაში ისახება. ამასთან, პანდემიით გამოწვეული გამოშვების შემცირების გამო პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები გაზრდილია, რაც ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლის კიდევ ერთი წყაროა. კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა, რომ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებულ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნება, ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ფასების ზრდაზე დამატებით წნეხს აჩენს. ამასთან, კვლავ მაღალი რჩება გაურკვევლობა საგარეო მოთხოვნის აღდგენის დინამიკის კუთხით. რაც შეეხება დაკრედიტებას, მიუხედავად ბოლოდროინდელი შენელებისა, ის ზომიერ ზრდას განაგრძობს. გარდა ამისა, მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნება ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს აძლიერებს, რაც მომავალში, შესაძლოა, ინფლაციის ზრდაში აისახოს. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ამ ეტაპზე, წლის განმავლობაში, პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება.

„წინასწარი ინდიკატორებით, ერთობლივი მოთხოვნა სუსტია. არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა იანვარში წლიურად 11.5 პროცენტით შემცირდა. შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, წლის განმავლობაში ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი აღდგენაა მოსალოდნელი, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა ადგილობრივი მოთხოვნა იქნება. ამის საპირისპიროდ, საგარეო მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებული დარჩება. რაც შეეხება მიმდინარე მაჩვენებლებს, საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი მინიმალურია და იანვარში წლიურად 95 პროცენტით შემცირდა. სუსტი ერთობლივი მოთხოვნისა და გაუფასურებული გაცვლითი კურსის ფონზე, წინასწარი მონაცემებით, საქონლის იმპორტი თებერვალში წლიურად 12 პროცენტით შემცირდა, ექსპორტი კი მცირედით გაუმჯობესდა და 3 პროცენტით არის გაზრდილი. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს", - აცხადებს სებ-იცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები „საზოგადოება და ბანკებმა" მიმოიხილა. მათი ცნობით, 2021 წლის 1-ლი თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 124 300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე გაიზარდა. შედეგად, 124 300 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.5%-ით გაეზრდება. ცნობისთვის, დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7 241.7 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

„1-ლი იანვრიდან 1-ელ თებერვლამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 100-ით შემცირდა, ხოლო მთლიანი პორტფელი - 7246.1 მილიონიდან 7241.7 მილიონ ლარამდე შემცირდა.

124 300 ხელშეკრულებიდან 36 100 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 970.1 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1-ლი თებერვლის მდგომარეობით 13.06% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 თებერვლის მონაცემებით 54800 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.69%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2677.8 მილიონი ლარია.

29 300 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს-სესხების გასაცემად, რაც 1-ელ იანვართან შედარებით 700-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3359.5 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1078.5 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12.86%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 თებერვლის მონაცემებით 2281 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.59%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 თებერვლის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 22.4 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 13.14%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 3300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 98.1 მილიონი ლარია.

1-ლი თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.9%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე - 14.66%.

1-ლი თებერვლის მდგომარეობით, შემცირებულია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 14.88%-დან 14.66% -მდე ხოლო, გაზრდილია ავტო სესხზე - 12.63%-დან 13.14 %-მდე.

„საზოგადოება და ბანკების" აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება წინა პერიოდებში გამოვლენილი ფრთხილი მიდგომის გაგრძელება და ინფლაციური რისკების ზრდის საპასუხო ნაბიჯია. მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტი რჩება და ეკონომიკის აღდგენისთვის საჭირო ნაბიჯებიც აგვიანებს (ვაქცინაციის დაგვიანებით დაწყება), ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი გაუარესებულია, რამაც, შესაძლოა, სამომავლოდ ეკონომიკის აღდგენის პროცესზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3.6%-ით განისაზღვრა, რაც როგორც წინა მიმოხილვაში აღვნიშნეთ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების შედეგია და არ ასახავს ფასების რეალურ დინამიკას, შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებაში განმსაზღვრელი ფაქტორის როლს არ თამაშობს. სუბსიდირების დასრულება ინფლაციის მაჩვენებელზე შესაბამისად აისახება, სავარაუდოა წლის ბოლოდმე ინფლაციის მაჩვენებელი 4.5%-მდე გაიზარდოს. ასევე მნიშვნელოვან რისკებს წარმოქმნის საერთაშორისო ბაზარზე ნავთობისა და ნედლეულის ფასების ბოლო დროინდელი ზრდა, რაც გაუფასურებული კურსის პირობებში ადგილობრივ ფასებზე მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ახდენს,"-ვკითხულობთ ორგანიზაციის ინფორმაციაში.

 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 28 აპრილს ჩატარდება.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა