თამარ კორძაია შს მინისტრს - რატომ არა გაქვთ მტკიცე და ფოლადისებური ხმა მაშინ, როდესაც დეპუტატს სცემენ და წიხლებს ურტყამენ?
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
ვახტანგ გომელაური - ნათლად ჩანდა, ვინ ძალადობდა - შეიძლება ბევრი იყო ოპოზიციიდან
სუს-ი - ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს
სუს-ი - ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა ანექსიის გამოხატულებაა და პროცესის ამ ქვეყნის სასარგებლოდ დასრულებამ, რუსეთის ინტერესების დემონსტრირება მოახდინა
20-22 აპრილს პაერის ტემპერატურია მოიმატებს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა პირველად რუსული Ту-22М3 ბომბდამშენი გაანადგურეს

გიგა ბედინეიშვილი: ,,ეკონომიკა გაჩერებულია, ხალხს ფულის ხარჯვის ეშინია''

03.22.2021 | 13:12 ნახვები: 497

2021 წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 16.9%-იანი ზრდა.

ფასების ინდექსების ამგვარი ცვლილება ქვეყნისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, - აცხადებს CNews-თან საუბარში თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიგა ბედინეიშვილი.

„საკმაოდ დიდი სხვაობაა სამრეწველო ფასების ინდექსსა და საცალო ფასების ინდექსს შორის, რაც ძირითადად აიხსნება იმით, რომ გაზრდილია გადასახადები. მნიშვნელოვანი ფაქტორია კომუნალური გადასახადებზე ფასების მკვეთრი ზრდა", - განუცხადა CNews- ს ბედინეიშვილმა.

მისივე თქმით, პრობლემაა საცალო ნაწილში სუბსიდირებაც.

„ასევე არის საცალო ნაწილში სუბსიდირების პრობლემებიც, რაც შესაბამისად საცალო ფასების ინდექსის შემცირებას განაპირობებს, მაგრამ სამრეწველო ფასების ინდექსი მაღალია. ეკონომიკა გაჩერებულია ხალხს ფულის ხარჯვის ეშინია, შესაბამისად მოთხოვნა ფაქტობრივად კოლაფსშია", - აცხადებს ბედინეიშვილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვართან შედარებით ფასები, თებერვლის თვეში რამდენიმე ჯგუფზე გაიზარდა, მათ შორის, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 0.7%-ით არის მომატებული. აღსანიშნავია ფასების ზრდა სასმელებზე- 0.7%-ით და სხვა არალითონურ მინერალურ პროდუქტებზე- 1.7%-ით. თებერვლის თვეში ფასების ზრდა ფიქსირდება სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფშიც- 2.5%.

მოცემულია 12 თვიანი პერიოდის ინდექსიც და ის ჯგუფები, რომლებმაც ამ ინდექსის ცვლილებაზე დიდი ზეგავლენა ქონდათ:

. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ფასები გაიზარდა 16.2% რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 13.06% პუნქტით მოახდინა გავლენა.

. ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი-ის ფასები გაიზარდა 22.3%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 2.48% პუნქტით იქონია გავლენა

. წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით- ფასები გაიზარდა 27.5%-ით რამაც მთლიან ინდექსზე 0.81% პუნქტით იქონია გავლენა

. სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 11.6%-ით რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.53% პუნქტით აისახა.

. ლითონის მადნები- ფიქსირდება 12.8%-იანი ზრდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა