ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

მართლმადიდებელი კადიროვის მოლოდინში

04.04.2022 | 11:44 ნახვები: 858

როგორც ცნობილია, უკრაინაში ომის ერთ-ერთი საბაბია ის, რომ კიევს ნატო-ში გაწევრიანება სურს. ეს ჰიპოტეტური სურვილია, რადგანაც უახლოეს წლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არც უკრაინის, და არც საქართველოს მიღებას თავის რიგებში არ გეგმავს.

ამ ვითარებაში საქართველოში განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა ნეიტრელიტეტის საკითხმა - პრორუსული ძალების მთავარ პროპაგანდისტული თეზისიაგამოვაცხადოთ ნეიტრალიტეტი, უარი ვთქვათ ნატო-ში შესვლაზე, სადაც ისედაც არ გვიღებენ, და რუსეთი თავს დაგვანებებს“.

ერთი შეხედვით, ეს აზრი ლოგიკას მოკლებული არაა - მართლაც, რატომ უნდა ავიკიდოთ დიდი პრობლემები და რისკები დღეს და აქ, სამომავლო და სრულიად გაურკვეველი პერსპექტივის ბენეფიტების გამო?

ნატო-ში ჩვენ შეიძლება 20 წლის შემდეგ მოვხდეთ, უკეთეს შემთხვევაში, რუსეთის რისხვა კი დღეს და აქ დაგვატყდება. მაგრამ ეს მსჯელობა მხოლოდ ერთი შეხედვითაა სწორი და რაციონალური, სინამდვილეში კი ამ სიმარტივის უკან დიდი სატყუარა იმალება, ჯერ ერთი, კარგად რომ გაეცნოთ რუსეთის მოთხოვნებს დასავლეთისადმი, აღმოაჩენთ, რომ იქ არაა საუბარი მხოლოდ ნატო-ში შესვლაზე - მაგალითად, კრემლი მიიჩნევს, რომ უკრაინას და საქართველოს არ უნდა ჰყავდეს ჯარი...

სწორედ ესაა უკრაინაში აგრესიის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანი - „დენაციფიკაცია“, და აი ის, „დემილიტარიზაცია“. რა თქმა უნდა, ეს არაა ნათქვამი ღია ტექსტით - დოკუმენტში წერია, რომ ამ ქვეყნებს არ უნდა მიეწოდოს თანამედროვე იარაღი, დასავლეთ მათ არ უნდა დაეხმაროს კადრების მომზადებაში, და მათ შეიარაღებულ ძალებთან საერთო სწავლებები არ უნდა ჩაატაროს.

გამოდის, რომ ჯარი კი გვეყოლება, ოღონდ იარაღის და კვალიფიციური ოფიცრების გარეშე, გამოუცდელი და უცოდინარი. აი, მხოლოდ საზეიმო აღლუმებისთვის რომ გამოდგება - ისეთი. ჩვეულებრივ ადამიანურ ენაზე ამას ჰქვიაჯარი არ გყავთდა ეს რუსეთისთვის მხოლოდ ერთ-ერთი, გარდამავალი მიზანია.

ჩვენ დაგვტოვებენ მოკავშირეების და ჯარის გარეშე, რის შემდეგაც კრემლი ადვილად აგვაშანტაჟებს და ამით შეასრულებს იმას, რაც მისი რეალური მიზანია. რეალური მიზანი კი - სულ სხვაა.

ეს არის ნებისმიერი იმპერიის ლოგიკა - მის გავლენის სფეროში მყოფ ქვეყნებში უნდა მოქმედებს მართვის სისტემა და სახელმწიფოს ის მოდელი, რომელიც მოქმედებს მეტროპოლიაში. იმპერიის მთელს ტერიტორიაზე უნდა იყოს ერთიანი თამაშის წესები და ხელისუფლებაში უნდა იყონ იდეურად ახლო ადამიანები.

რას აკეთებდნენ რომაელები, როდესაც ახალ ტერიტორიას იპყრობდნენ? პირველ რიგში აყალიბებდნენ ეფექტურ საგადასახადო სისტემას და აშენებდნენ აბანოებს და ამფითეატრებს. მმართველობაში კი ცდილობდნენ ისეთი ადამიანების მოყვანას, ვინც განათლება მიიღო რომში, მსახურობდა რომაულ ჯარში, იცოდა ლათინური ენა, და გამოიყურებოდა როგორც რომაელი.

სწორედ ეს - იდეური და მენტალური ერთობა იმპერიის მთელს ტერიტორიაზე - არის მისი სტაბილურობის და მდგრადობის საუკეთესო გარანტია - ბევრად უფრო სანდო, ვიდრე ფული და იარაღი.

რუსებს საქართველოს ხელისუფლებაში თავისნაირი ადამიანების ხილვა სურთ, ისეთების, ვინ მათი თამაშის წესებით თამაშობს და მათ ფასეულობებს იზიარებს. ქართული ოცნებაკრემლისთვის ბევრად უფრო კომფორტული ხელისუფლებაა, ვიდრე ნაცმოძრაობა, თუმცა იდეალი არ ისაა - საბოლოო ჯამში, ქოცობაც გარდამავალი ეტაპია, ხოლო ნამდვილი მიზანია საქართველოში ხელისუფლებაში რელიგიური ფანატიკოსების და ფაშისტების მოყვანა.

ქვეყანაში, რომელსაც არც მოკავშირე ეყოლება და არც მეტ-ნაკლებად ბრძოლისუნარიანი ჯარი - ამის გაკეთება მარტივზე მარტივი იქნება. დღეს გვთხოვენ - „იქნებ თავდაცვის მინისტრად ეს ჩვენი ბიჭი დანიშნოთ? კარგი კადრია, მას ვენდობით“, მერე გეტყვიან - „იქნებ არ შეუშლით ხელს ჩვენს ბიჭებს პოლიტიკურ საქმიანობაში, ისინი ხომ ჩვენი მოკავშირეები არიან.

საბოლოოდ კი თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ და აღმოჩნდება, რომ არსებული ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურია, რეალური ძალაუფლება კი ხელში აქვთ ეკლესიას და მის დაქვემდებარებაში მყოფ ზონდერბრიგადებს - მათი საცდელი სწავლება კი ჩვენ ყველამ 5 ივლისს ვიხილეთ..

აი სწორედ ეს - კერპთაყვანისმცემელთა დამამა-პაპურებისსრულიად დამანგრეველი და არაქმედითუნარიანი ალიანსია რუსეთის მთავარი იდეური მოკავშირე, რომლის მოსვლაც ხელისუფლებაში დაიწყება როგორც კი საქართველო გამოაცხადებს ნეიტრალიტეტს და თავისი ნებით უარს იტყვის დასავლეთის დახმარებაზე.

რუსული იდეოლოგიის მიხედვით, მის ირგვლივ არ უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც მასზე დემოკრატიული და წარმატებულია, რადგანაც ეს შესაძლოა ცუდი პრეცედენტი აღმოჩნდეს თავად მისი მოქალაქეებისთვის - „თუ უკრაინელებს (ქართველებს, სომხებს, მოლდაველებს, და .) შეუძლიათ - რით ვართ ჩვენ მათზე უარესი?“. სწორედ ამიტომ - გავიმეორებ - იმპერიის ყველა კუთხეში უნდა მოქმედებდეს მმართველობის ერთიანი სისტემა და სახელმწიფოს ერთნაირი მოდელი.

რუსეთს ძალიან სპეციფიკური მმართველობა აქვს, რომელიც ეფუძნება ერთპიროვნულ ლიდერობას, ტოტალურ კონტროლს, კორუფციას, კრიმინალის და ბიუროკრატიის შეზრდას. თავად რუსეთში ეს მოდელი მეტ-ნაკლებად მუშაობს - დიდი წიაღისეული სიმდიდრეების წყალობითაც და იმიტომაც, რომ ეს სისტემა რუსი ხალხისთვის ბუნებრივი და ორგანულია. გადახედეთ რუსულ კლასიკას - საუკუნეების მანძილზე რუსეთი მეტ-ნაკლებად ისევე ცხოვრობდა, როგორც დღეს.. მაგრამ უცხო ნიადაგზე გადატანილი ეს თამაშის წესები სრულიად დამანგრეველია, რაზეც მეტყველებს, მაგალითად, მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ყველაფერი ბევრად უარესადაა ვიდრე თავად რუსეთში - იქ მეტია კორუფცია, მეტია ზღვარსგადასული ნეპოტიზმი, მეტია კარჩაკეტილობა და უკიდურესი კონსერვატიზმი.

კადიროვი ვერ გაჩნდებოდა სარატოვის და კრასნოდარს ოლქში - ის ხომ სწორედ კავკასიური მენტალიტეტის და რუსული სისტემის ყველაზე ამაზრზენი ნაყოფია. საქართველოსაც სწორედ ეს ელის - მართლმადიდებლური კადიროვების ბატონობა, რომლებიც სასტიკად გაუსწორდებიან ყველას ვინც სხვანაირად აზროვნებს, სხვანაირად აცვია, და თავის ქვეყანას ცივილიზებული სამყაროს ნაწილად ხედავს.

არავის გეგონოთ, რომ მხოლოდ სექსუალურ უმცირესობებს შეეხებიან - ყველას მიწვდებიან.

აი, სწორედ ეს კოშმარი იმალება ლამაზ შეფუთვაში წარწერითნეიტრალიტეტი.

 

თენგიზ აბლოთია

.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა