ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months
Zelensky meets with delegation of European Parliament's Renew Europe political group
Zelensky speaks with U.S. House Speaker Johnson, discusses need for continued aid
Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine

იანვარ-მარტში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი

04.19.2022 | 11:31 ნახვები: 390

2022 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს – 220.0 მლნ. აშშ დოლარით, აზერბაიჯანი – 125.4 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 109.8 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.1 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 463.2 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 273.5 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 241.9 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 271.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 23.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 160.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 94.9 მლნ. აშშ დოლარით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა