Russians spread fake news about attack on Sumy region
ევროპარლამენტში საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს დღეს უყრიან კენჭს
Coalition Support Office set up under MoD Ukraine
Not aid packages but united effort by Ukraine, partners can stop Russia - Kuleba
Very important to fully implement all agreements with Biden - Zelensky
ჯეიკ სალივანი „ატაკამსის“ ტიპის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას ადასტურებს
ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის თმაზე იხუმრა
ამინდი 25 აპრილს

ქართული კულტურა და ხელოვნება/ Georgian Culture and Art

09.14.2020 | 20:33 ნახვები: 707

საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა, რაზედაც, ჯერ კიდევ, ძველი წელთაღრიცხვის პერიოდში შექმნილი კულტურის ძეგლები და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუში მეტყველებს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებულ ქართულ სახელმწიფოებში _ იბერიასა და კოლხეთში _ განვითარებული იყო ოქრომჭედლობა და არქიტექტურა (ვანი, უფლისციხე), ენეოლითის ხანაში ქართველი ტომები აწარმოებდნენ ლითონს, ბერძნული წყაროებისა და მითების მიხედვით კი კოლხეთი (ეგრსი) ოქროთი მდიდარი ქვეყანა იყო. ისტორიის განმავლობაში ქართულ კულტურულ ტრადიციებს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიცია ერწყმოდა, რაც უფრო მეტად ამდიდრებდა ადგილობრივ ცივილიზაციას. ქართულ კულტურაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ანტიკურმა კულტურამ (გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს ქანდაკება, ვანი).
ძველი ცნობებით, ქართული ანბანი ქართლის მეფე ფარნავაზმა (ძვ. წ. მე-4-3 საუკუნეები) შექმნა. მცხეთაში, არმაზისხევში აღმოჩენილია მეორე საუკუნის ორენოვანი ბილინგვა. ქართული დამწერლობის ნიმუში ასევე ნაპოვნია პალესტინაში, რომელიც მე-5 საუკუნის 30-იანი წლებით თარიღდება.
საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ წარწერათა შორის უძველესია ბოლნისის სიონოს წარწერა (493-494 წლები). პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლი ჰაგიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები „შუშანიკის წამებაა" (მე-5 საუკუნე), რომლის ავტორი იაკობ ხუცესია (ცურტაველი).
მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ, ქრისტიანულ კულტურას. ქართულმა ქრისტიანულმა კულტურამ განსაკუთრებული აღორძინება IX საუკუნეში განიცადა, როდესაც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (ტაო-კლარჯეთი _ დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) ჩამოყალიბდა საეკლესიო-კულტურული კერები და აშენდა ტაძრები: ხანძთა, ოპიზა, შატბერდი, იშხანი, ოშკი და სხვ.
ქართული კულტურის რენესანსის ხანა XII-XIII საუკუნეებია. ამ დროს აშენდა ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ნიმუშები: გელათის, იკორთის, ბეთანიის, ქვათახევის ტაძრები, სვეტიცხოველი; დაიწერა არა მხოლოდ ამ ეპოქის, არამედ ქართული მწერლობის უბრწყინვალესი ნიმუში, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი"; გელათის ეკლესიაში დაარსდა აკადემია, რომლის ხელმძღვანელიც ცნობილი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი იყო.
1629 წელს გამოიცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი. ამ პერიოდშივე მოღვაწეობდნენ: ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი დავით გურამიშვილი (1705-1792 წლები), „დავითიანის" ავტორი; სულხან-საბა ორბელიანი („სიტყვის კონა", „სიბრძნე სიცრუისა"); ვახტანგ მეექვსე; ბესიკი და არჩილი.
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მე-19 საუკუნეში, საქართველოში განსაკუთრებულად აღორძინდა მწერლობა, პოეზია და პუბლიცისტიკა (ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა ფშაველა და სხვ.). ქართველები ყოველთვის ამაყობენ თავიანთი მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციებით. მართალია, პატარა ქვეყანაა, მაგრამ საქართველო მუდამ ცდილობდა, თავისი წვლილი შეეტანა მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში.
კულტურა საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავიზიტო ბარათად დღესაც რჩება.

Georgia is the country of the oldest culture, as proven by monuments of culture and art samples, created as early as in the period Before Christ. In Georgian states, existing B.C. - Iberia and Colchis - goldsmithery and architecture was developed (Vani, Uplistsikhe); in Eneolithic Age Georgian tribes used to produce metal, and according to Greek sources and myths, Colchis (Egrisi) was the country, rich with gold. In the course of history, traditions of various countries merged with Georgian cultural traditions, further enriching local civilization. Antique culture had special impact on Georgian culture (sculpture of the Goddess of Victory Nike, Vani).
According to old sources, Georgian alphabet was created by King Parnavaz (4-3 c.c. B.C.). The oldest of the insriptions, discovered on the territory of Georgia, is the inscription of Bolnisi Sioni (493-494). The first Georgian literary monument is hagiographic composition "Martyrdom of Shushanic" (5th century), the author of which is Iakob Khutsesi (Tsurtaveli). Announcement of Christianity as a state religion of Georgia in the IV c. lay the foundation to new Georgian, Christian cultured. Georgian Christian culture experienced special renaissance in the IX ., when religious-cultural centers were formed and churches - Khandzta, Opiza, Shatberdi, Ishkhani, Oshki, etc. were built in south-west Georgia (Tao-Klarjeti, presently Turkish territory).
The period of renaissance of Georgian culture is XII-XIII c.c. Outstanding samples of architecture were constructed in this period: Gelati, Ikorta, Betania, Kvatakhevi churches, Svetitskhoveli; brilliant sample of Georgian literature of not only that period - Shota Rustaveli's "The Knight in the Panther's Skin" was written; Academy was established in Gelati athedral, head of which was famous philosopher Ioane Petritsi. The first Georgian printed book was published in 1629. One of the outstanding representatives of Georgian literature Davide Guramishvili (1705-1792), the author of "Davitiani", Sulkhan-Saba Orbeliani ("Sitkvis Kona", "Sibrdzne Sitsruisa"), Vakhtang VI; Besici and Archil lived and worked in the same period.
After occupation of Georgia by Russia, in the 19th century, writing, poetry and journalism (Nikoloz Baratashvili, Akaki Tsereteli, Ilia Chavchavadze, Niko Nikoladze, Vazha Pshavela, etc.) partiuularly developed in Georgia. Georgians were always proud of their many centuries-long cultural traditions. Although a small country, Georgia has always tried to contribute to the development of the world civilization.
Culture remains the most important trademark of Georgia.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა