სპეცრაზმელებმა "პუბლიკას" და "ტაბულას" ჟურნალისტები სცემეს
მეთიუ მილერი - გავიმეორებ, რომ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო
მერიის თანამშრომელი რუსულ კანონს აკრიტიკებს და მისი ამ ფორმით მიღებას "მტრულ საქმეს" უწოდებს
ეპისკოპოსი საბა ინწკირველი - დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება
სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს მიმართავს და სთხოვს, საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ
შსს-მ აქციაზე 11 პირი დააკავა - განცხადება
"მოვუწოდებთ შსს-ს, ძალის გამოყენების შემთხვევაში, დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები" - ომბუდსმენი
ფიზიკურად ესხმიან თავს "იმედის" ჟურნალისტებს - ტელეკომპანია "იმედის" განცხადება

Time-მა დემნა გვასალია მსოფლიოს გავლენიანი ადამიანების სიაში შეიყვანა

05.25.2022 | 13:14 ნახვები: 777

ჟურნალმა Time-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა. ლიდერების კატეგორიაში ბარბადოსის პრემიერ მინისტრმა მია მოტლიმ პირველი ადგილი დაიკავა.  ყველაზე გავლენიანი ადამიანების „ნოვატორების“ კატეგორიაში აღმოჩნდა დიზაინერი დემნა გვასალია.

მას მოსდევს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ასევე მოხვდა ყველაზე გავლენიანი ლიდერების ტოპ 10-ში.

რეიტინგში შესულთაგან თითოეულის შესახებ არის შესაბამისი სფეროს ცნობილი წარმომადგენლის მიერ დაწერილი სტატია. ზელენსკის შესახებ ჩანაწერის ავტორია  აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ხოლო პუტინის ბიოგრაფი არის ოპოზიციონერი - ალექსეი ნავალნი, რომელიც ამჟამად 9 წლიანსასჯელს იხდის ერთ-ერთ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

ბაიდენმა თავის სტატიაში აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა „შთააგონა და გააერთიანა თავისუფალი სამყაროს ქვეყნები“.

თავის მხრივ, ნავალნიმ წერს, რომ პუტინის „ნამდვილი მოწოდება“ არის „ასწავლოს გაკვეთილები“ ყველას, - მსოფლიო ლიდერებიდან და ექსპერტებიდან დაწყებული რიგითი ადამიანებით დამთავრებული“. 2022 წელს ის განსაკუთრებით წარმატებული იყო ამაში“.

Time-ის რეიტინგში ექვსი კატეგორიაა: ხელოვანები, ინოვატორები, ტიტანები, ლიდერები, ხატები და პიონერები.

Simu Liu, ჩინელ-კანადელმა მსახიობმა, რომელმაც ითამაშა ფილმში „შან-ჩი და ლეგენდა ათი ბეჭდის შესახებ“, პირველი ადგილზეა ხელოვანების კატეგორიაში.

კატეგორიაში „ნოვატორები“ პირველ ადგილზეa 25 წლის ამერიკელი მსახიობი ზენდაია, რომელიც ცნობილია, სხვათა შორის, Marvel-ის ფილმებით ადამიან-ობობაზე, ფილმით „დიუნი“ და სერიალით „ეიფორია“. ამავე კატეგორიაში მე-7 ადგილზეა დემნა გვასალია. დემნას შესახებ ტექსტი ალექსა დემიემ (ALEXA DEMIE) დაწერა.

ტიტანების კატეგორიას სათავეში უდგას Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი (მის შესახებ ტექსტი დაწერა სტივ ჯობსის ქვრივმა ლორენ პაუელმა).

მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ლიდერებს შორის, პუტინისა და ზელენსკის გარდა, Time-მა ასევე დაასახელა ჩინეთის ლიდერი სი ძინ-პინი, ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და სხვები. სიაში ასევე შედის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი. მის შესახებ სტატია მისმა ამერიკელმა კოლეგამ, აშშ-ს არმიის გენერალმა და გაერთიანებული შტაბის უფროსმა მარკ მილიმ დაწერა.

ხატების „Icons“ კატეგორიის სათავეშია ამერიკელი მომღერალი მერი ბლაიჯი. ამ კატეგორიაში ასევე შედის ნობელის პრემიის ლაურეატი, Novaya Gazeta-ს მთავარი რედაქტორი დიმიტრი მურატოვი, მსახიობი კიანუ რივზი, მომღერალი ადელი, ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, ავღანელი ქალთა უფლებების აქტივისტი ჰოდა ხამოში და სხვები.

"პიონერების" კატეგორიაში პირველი ადგილი ამერიკელმა კალათბურთელმა კენდის პარკერმა დაიკავა. კატეგორიაში ასევე შედის Facebook-ის ყოფილი თანამშრომელი ფრენსის ჰეიგენი, რომელმაც კომპანიის ათასობით შიდა დოკუმენტი გააცნო აშშ-ს ხელისუფლებას, ბრაზილიელ უფლებადამცველს სონია გუაჯაჯარას და ბიოტექნოლოგიური კომპანიის moderna-ს ხელმძღვანელს, რომელიც ასევე აწარმოებს კორონავირუსის ვაქცინას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა