Russian army loses 920 more soldiers in Ukraine over past day
General Staff: 104 combat clashes on battlefield in past day
Ukrainian forces destroy all nine enemy Shahed UAVs overnight
Biden discusses support for Ukraine with Czech PM - White House
Russia fully responsible for risks at ZNPP it is causing – EU at UN Security Council
Speaker Johnson unveils separate U.S. aid plans for Ukraine, Israel and Taiwan
Russia fraudulently recruits foreigners for war against Ukraine - British intelligence
Israeli air base attacked by Iran suffers only minor damage - IDF spox

პაატა მანჯგალაძე - საარჩევნო რეფორმის პრინციპულ საკითხებზე თითქმის თანხმობა გვაქვს

05.14.2021 | 16:22 ნახვები: 195

„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში კონსტრუქციული გარემოა.

„პრინციპულ საკითხებზე თითქმის გვაქვს თანხმობა. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხია, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს. ამაზე არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მგონია, რომ ამაზეც შევთანხმდებით. როგორც ჩანს, „პატრიოტთა ალიანსის" კვოტის მინიჭების საკითხი არ არის არსებითად პრინციპული „ქართული ოცნებისთვის" და არის „ევროპელი სოციალისტებისთვის", რასაც არ ვეთანხმებით. სულ ეს ორი საკითხია, მაგრამ არ მგონია, რომ ხელისუფლებას ამ საკითხებზეც პრინციპული პოზიცია ჰქონდეს და შესაძლებელია, შევთანხმდეთ. შესაძლებელია, რომ მომავალი კვირიდან კომიტეტებში განხილვა დაიწყოს. არის მოსაზრება, რომ დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას და არის მოსაზრება რომ სავალდებულო კომიტეტებმა განიხილოს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა