მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 162.5 მილიონს გადააჭარბა. ვირუსმა 3.3 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 140 მილიონზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.
33 მილიონს აჭარბებს კოვიდინფიცირებულთა რიცხვი შეერთებულ შტატებში. ამ მონაცემებით ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.
მეორე ადგილზეა ინდოეთი, სადაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 300 ათასს აღემატება.