ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months
Zelensky meets with delegation of European Parliament's Renew Europe political group
Zelensky speaks with U.S. House Speaker Johnson, discusses need for continued aid
Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine

გია ხარჩილავა - წალენჯიხაში გადაიდგა რეალური ნაბიჯი ევროპისკენ

06.13.2022 | 11:32 ნახვები: 795

წალენჯიხაში მუნიციპალიტეტის სათემო საზოგადოებრივი საბჭოების გაერთიანებულო დამფუძნებელ კრება გაიმართა. ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისა და თვითმართველობის ორგანოების ანგარიშვალდებულების გაძლიერებას, წალენჯიხის მერის გია ხარჩილავასა და “სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის” თანამშრომლობით განხორციელდა. წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას განცხადებით, საბჭოების ფორმირება მოხდა წალენჯიხის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში საყოველთაო, თანასწორი, სამართლიანი, პირდაპირი, ფარული და თავისუფალი არჩევნების საფუძველზე.

გია ხარჩილავა „ნეიშენ ჯორჯიასთან“ საუბარში აცხადებს, რომ სწორედ წალენჯიხაში გადაიდგა რეალური ნაბიჯი ევროპისკენ.

რამდენად მნიშვნელოვანია წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის სათემო საზოგადოებრივი საბჭოების არჩევა და რა სიკეთის მომცემი ინიციატივის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობისთვის?

წალენჯიხის თვითმმართველობა ჯიუტად მიიწევს დემოკრატიული ღირებულებებისკენ. ჩვენ მკაფიოდ განსაზღვრული პროგრამითა და ნაბიჯებით მივდივართ იქითკენ, რომ მოქალაქე იყოს ჩართული მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების გადაწყვეტის პროცესში, იყოს თანამმართველი, იყოს პარტნიორი ადგილობრივი კომპეტენციის საკითხების გადაწყვეტაში.

ეს სახელმწიფო არის ხალხის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ხალხის მიერ არის არჩეული და მე, როგორც არჩეული მერი, მათ მიერ მონიჭებულ ძალაუფლებას თანამართვისთვის გადავცემ მათვე.

რასაც თქვენ ამბობთ ამის პრაქტიკული პრეცედენტი საქართველოში არ არსებობდა და არ არსებობს. შესაბამისად სხვა მუნიციპალიტეტებისთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის საინტერესოა რას გულისხმობთ თანამართვაში? მით უფრო, რომ საჯარო მოხელეებს ხომ საკუთარი ძალაუფლების გაყოფა არ უყვართ ხოლმე.

ფორმულა მარტივია, საზოგადოების აქტიური ჩართულობა ერთობლივად პრიორიტეტების განსაზღვრის ნაწილში, ბიუჯეტის განკარგვის საკითხებში, სამოქალაქო ბიუჯეტის შემოღებისა და მისი განკარგვის ნაწილში, ანგარიშვალდებულების ნაწილში მოსახლეობასთან. ეს ინიციატივა, რომლის განხორციელების იდეა “სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის” ეკუთვნის და ჩვენი სურვილი პირველ რიგში მდგომარეობს იმაში, რომ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობისა და მმართველობის დამკვიდრების ნაწილში მოქალაქე იყოს პარტნიორი და ჩვენ ერთად განვავითაროთ თვითმმართველობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

და ამ მნიშვნელობის პოლიტიკური წონა რა არის?

ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება რეალური დემოკრატია პლებისციტის ჩართვით და მოქალაქეებს ექნებათ არჩეულ ხელისუფლებაზე მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა. ჩვენ მათ შეკვეთებისა და პრიორიტეტების მიხედვით უნდა ვიგეგმებოდეთ და ანგარიშს ვაბარებდეთ მოსახლეობას. ამის მექანიზმი შევქმენით. ეს ადრე მრჩეველთა საბჭოთი იყო გაწერილ, ჩვენ ეს რეალურ თვითმმართველობის რელსებზე გადავიყვანეთ. აი, ძველი ბერძნული დემოკრატია სუნთქავს ამ მეთოდებით.

ანუ, გინდათ თქვათ, რომ წალენჯიხა ერთგვარი დემოკრატიის მექაა?

დიახ, და არაფერს ვაჭარბებ. სწორედ ეს არის პოლიტიკური წონა.

ბატონო, გია რამდენად იყო სამოქალაქო საზოგადოება ჩართული ამ პროცესში? და როგორ გაგრძელდება პროცესი, ვგულისხმობ მოსახლეობის ჩართულობის იდეის რეალურ განხორციელებას.

სათემო საზოგადოებრივი საბჭოების არჩევნების პროცესებმა ანახა, რომ ჩვენ წალენჯიხის მოქალაქეები ისე გვესაუბრებოდნენ, თითქოს დემოკრატიის დიდი სკოლა ჰქონდა გამოვლილი და მათ აინტერესებდათ შედეგი, რომელიც უნდა მიითონ თავად და მუნიციპალიტეტმა. შედეგი, რომელიც ამ პროცესით უნდა მიიღოს ქვეყანამ - სახელმწიფომ.

რას გულისხმობთ?

საერთოდ, ადამიანის ბუნებაში დევს, რომ მას როცა თანამმართველობას, პარტნიორობას შესთავაზებ ის თვითგამოხატვისა და გადაწყვეტილების მიღებისკენ ისწრაფვის. თვითონ არჩევნების პროცესი ძალიან საქმიანი იყო. უნდა გითხრათ, რომ ეს არ იყო პარტიულ ღერძზე აგებული, არამედ სრული თავისუფლება იყო პროპაგანდის ნაწილში, ინფორმაციის მიწოდების ნაწილში და მათგანაც ძალიან აქტიური შემხვედრი აქტივობები წამოვიდა. ანუ ჩაერთნენ, გააზრებული ჰქონდათ პროცესი. აქამდე მათ მონაწილეობა მიიღეს სოფლის პროექტის დაგეგმვაში და ამ ლეგიტიმაციის შემდეგ ისინი მონაწილეობას მიიღებენ თანამონაწილეობის ბიუჯეტის განკარგვაში. ამისთვისაც შეიქმნა ეს, მაგრამ მთავარი თემა ის არის,რომ საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის მერე ადამიანებს მაინც გენეტიკური მახსოვრობა და შინაგანი მოწოდება ამოძრავებთ თავისუფლებისკენ, წალენჯიხის თვითმმართველობა კი ერთ-ერთია, რომელიც თავისუფლებისკენ მოწოდებული წევრებისკენ შედგება.

ანუ, თქვენი შეფასებით წალენჯიხა პირველია საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის, რომელმაც ევროპისკენ პრაქტიკული ნაბიჯი გადადგა ამ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესით, რომელიც ადგილზე შექმენით?

დიახ, რეალურ ნაბიჯზე თუ არის საუბარი ეს ასეა. ვამბობ სიტყვებს გაცდენილ ნაბიჯებზე - წალენჯიხაში გადაიდგა რეალური ნაბიჯი ევროპისკენ. ევროპა აკვირდება რეალობას და ის კარგად განასხვავებს ერთმანეთისგან რეალურ ფაქტს და ბუტაფორიას. მე მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი, რეალური ნაბიჯებით უნდა ვიაროთ ევროპისკენ.

ესაუბრა ზუკა ნემსაძე

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა