რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან "უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის მტკიცებულება" იპოვეს
ნიკა გვარამია - ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დახმარება სჭირდება, რათა რუსეთის შეტევისთვის მოემზადოს, რომელიც შესაძლოა მაისის ბოლოს ან ივნისში დაიწყოს
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
რა დარღვევები აღმოაჩინა სახალხო დამცველის მონიტორინგმა სამედიცინო დაწესებულებაში?
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ისრაელის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია - ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს

ISFED ცესკო-ს საკადრო ცვლილებების საარჩევნო რეფორმის დასრულებამდე შეჩერებას ურჩევს

05.15.2021 | 14:34 ნახვები: 229

,,ცესკო-ში 2021 წელს განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი სათანადოდ დასაბუთებული არ არის," - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნები" ავრცელებს,

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ცესკო-ში რეორგანიზაცია ნაჩქარევად მიმდინარეობს, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

,,ცესკო-ში 2021 წელს განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი სათანადოდ დასაბუთებული არ არის და აჩენს განცდას, რომ რეორგანიზაცია ნაჩქარევად მიმდინარეობს, რასაც მოწმობს 5-მარტიდან 14 მაისის პერიოდში, რეგლამენტში ორჯერ განხორციელებული ცვლილება და ახლად შექმნილი დეპარტამენტების მოკლე ვადაში კვლავ რეფორმირება," - ნათქვამია ორგანიზაცი განცხადებაში.

არასამთავრობოს თქმით, ნებისმიერი სახის ცვლილება, რომელიც უწყებაში მოხდება, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების შემდეგ უნდა განხორციელდეს.

,,მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი ინსტიტუციური გარდაქმნა უნდა განხორციელდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების შემდეგ. შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეფორმის დასრულებამდე უნდა შეაჩეროს მიმდინარე სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, რადგან ეს, ერთი მხრივ, გაუგებარია მიმდინარე რეფორმის ფონზე, ხოლო მეორე მხრივ, მოკლებულია ლეგიტიმაციას ცესკოს სრულად დაკომპლექტებამდე," - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებასთან დაკავშირებით, მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობს. სწორედ ამ საკითხს შეეხება უმრავლესობის და საოარლამენტო ოპოზიციის შეხვედრაც, რომელიც დღეს 15 მაისს, 17:00 საათზე ჩაინიშნა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა