ლევან ხაბეიშვილი - გთავაზობთ, რომ კანონპროექტი პლებისციტზე გაიტანოთ, არჩევნებთან ერთად ან არჩევნებამდე
გიორგი ვაშაძე მდინარაძეს - ბატონო მამუკა, ამდენი ტყუილი რად გიღირთ? - ვინ დაგავალათ ასეთმა, რას აკეთებთ, რა გაქვთ ამისთანა ვალი?
ნიკა გვარამია - აქ ვიდგებით, რადგან თუ სამშობლოს ღალატის შესახებ კანონს მიიღებენ, უნდა გამოვიდნენ და დაგველაპარაკონ
მამუკა მდინარაძე - 27-მა ქვეყანამ ელჩების პირით გვითხრა, სააკაშვილი კვდება, გაათავისუფლეთო, მაგრამ არ კვდებოდა
სახალხო დამცველის აპარატი - პარლამენტთან აქციაზე დაკავებულთაგან ერთი პირი მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, აღენიშნებოდა დაზიანებაც - მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრების მომზადება სთხოვა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა მობილიზაციის შესახებ კანონს
აქციაზე დაკავებული პირების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

პუნქტების შესრულების პროცესში ყველა მხარის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა გვესმის ზოგიერთი ოპონენტის უარი მონაწილეობაზე-თეა წულუკიანი

07.02.2022 | 14:22 ნახვები: 216

პუნქტების შესრულების პროცესში ყველა მხარის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა გვესმის ზოგიერთი ოპონენტის უარი მონაწილეობაზე, პასუხი ალბათ არის ერთადერთი, რომ მათ საერთოდ არ სურთ ევროპა, –  ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმა წარადგინა.

„ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და შესაბამისად, ვალდებული ვართ, გვქონდეს გეგმა, ხედვა და ჩვენ გუშინ გეგმაც წარვადგინეთ და ხედვაც. ავუხსენით საზოგადოებას, როგორ ვგეგმავთ, რომ ის პუნქტები, რაც ევროკავშირმა დაადგინა, რათა წლის ბოლოს სტატუსი მოგვენიჭოს, შესრულდეს. ჩვენ ასევე გუშინ განვაცხადეთ, რომ ასევე ამ პუნქტების შესრულების პროცესში ყველა მხარის ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთი ოპონენტი უარს აცხადებს მონაწილეობაზე. კითხვა თუ ისმის, ასე რატომ აკეთებენ, პასუხი ალბათ არის ერთადერთი, რომ მათ საერთოდ არც სურთ ევროპა და სურთ უბრალოდ ხელისუფლების უკანონო გზით ჩამოცილება. ხელისუფლებიდან და პოლიტიკური პროცესებიდან ეს არის მათი მთავარი გეგმა, მიზანი და არა ის, რომ ქვეყანა ატარონ ევროპულ გზაზე. ამიტომაც გაისტუმრა ისინი ხელისუფლებიდან 2012 წელს ამომრჩეველმა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა